ევროვიზიის სიახლეები
მონაწილეები

ჩრდ. მაკედონიის სახელით ვასილი წარსდგება

ფოტო: Bojan Stoilkovski/MRT

ჩრდილოეთ მაკედონიის რადიო ტელევიზიამ ქვეყნის წარმომადგენლად ვასილ გარვანლიევი აარჩია და სწორედ ის წარადგება 2020 წლის ევროვიზიის სცენაზე ჩრდ. მაკედონიის დროშით.

ვასილს უკვე აქვს ევროვიზიის გამოცდილება, იმდენად რამდენადაც გასულ წელს თამარა ტოდევსკას (ჩრდ. მაკედონიის წარმომადგენელი 2019 წლის ევროვიზიის სიმღერის კონკურსზე) ბექვოკალისტი იყო.

მაკედონიური რადიო-ტელევიზიის გადაწყვეტილების კომენტირებისას ვასილმა აღნიშნა, რომ ოცნება რეალობად ექცა.

ვასილმა მუსიკალური კარიერა 7 წლის ასაკში დაიწყო და მას შემდეგ უამრავ საბავშო ფესტივალში მიიღო მონაწილეობა. მოგვიანებით, ვაილისი ოჯახი საცხოვრებლად ამერიკის შეერთებულ შტატებში გადავიდა, სადაც უკვე ვასილმა ჩიკაგოს საბავშვო კაპელაში დაიწყო სოლო კარიერა. მისი ცხოვრებისეული მოტოა: იქ სადაც სიტყვები უძლურია, იმღერე!”.

2018 წელს ვასილი ჩრდ. მაკედონიაში დაბრუნდა და მისი კარიერის სამი ყველაზე წარმატებული სინგლი შექმნა: Gjerdan (ყელსაბამი); Patuvam (მოგზაურობა) და Mojata Ulica (ჩემი ქუჩა).

 

2019 წლის ნოემბერში კი ვასილის პირველი სოლო კონცერტი სრული ანშლაგით გაიმართა.

საკონკურსო სიმღერას კი ჩრდილოეთ მაკედონიის საზოგადოებრივი მაუწყებელი “Македонска Радио Телевизиjа” გამოაქვეყნებს.

გასულ წელს ჩრდ. მაკედონიის სახელით კონკურსზე თამარა ტოდევსკა წარსდგა სიმღერით “Proud”, რომელმაც ჯიურის ქულებში პირველი ადგილი დაიკავა, ხოლო საბოლოო შედეგებში (ჟიურის ქულებს+ტელემაყურებლების ხმები) 295 ქულით მე-8 ადგილი დაიკავა.

რიგით 65-ე ევროვიზიის სიმღერის კონკურსი ნიდერლანდების ქალაქ როტერდამში 12, 14 და 16 მაისს გაიმართება.

 

თქვენი აზრით, რამდენად მაღალია ვასილის შანსები როტერდამში გასამართ ევროვიზიის სიმღერის კონკურსზე?

 

უპასუხე