ევროვიზიის სიახლეები
მონაწილეები

ნიდერლანდებს ევროვიზიაზე ჟეგი მაკროი წარადგენს

ფოტო: AVROTROS

ნიდერლანდების შესარჩევმა კომისიამ 2020 წლის ევროვიზიის სიმღერის კონკურსზე ქვეყნის წარმომადგენლად ჟეგი მაკროი (Jeangu Macrooy) აირჩია.

კომისიის ერთ-ერთი წევრის ერიკ ფონ სტადის (Eric van Stade) განცხადებით მაკროი დიდი ხანი იყო თვალთახედვის არეში, რათა ქვეყანა ევროვიზიაზე წარედგინა, ხოლო წლევანდელმა წარმოდგენილმა სიმღერამ მათი გული პირველივე წამიდან მოიგო.

ჟეგი მაკროის შესახებ

ჟეგი 1993 წელს დაიბადა სურინამის ქალაქ პარამარიბოში. მუსიკალური შემოქმედება კი ცამეტი წლის ასაკში დაიწყო, როდესაც დაბადების დღეზე მშობლებისგან საჩუქრად გიტარა მიღო, მოგვიანებით კი ტყუპისცალ ძმასთან ერთად მუსიკალური დუეტი შექმნა.

დროთა განმავლობაში ჟეგის მუსიკალური ამბიციები ბევრად აღემატებოდა სურინამის შესაძლებლობებს, ამიტომ 2014 წელს საცხოვრებლად ნიდერლანდების სამეფოში გადმოვიდა, სადაც ის შეხვდა თავის მუსიკალურ პროდიუსერსა და კომპოზიტორს Perquisite-ს, რომელთან ერთადაც გამოუშვა მისი პირველი ლებელი Unexpected Records. ჟეგ მაკროი ორჯერ იყო ნომინირებული Adison Award-ზე, რაც ამერიკული გრემის ნიდერლანდური ანალოგია.

გასულ წელს,  44 წლის შემდეგ  კონკურსის გამარჯვებული ნიდერლანდების სამეფოს წარმომადგენელი 492 ქულით დუნკან ლაურენსი სიმღერით “Arcade” გახდა.

რიგით 65-ე ევროვიზიის სიმღერის კონკურსი ნიდერლანდების ქალაქ როტერდამში 12, 14 და 16 მაისს გაიმართება.

 

თქვენი აზრით, შეძლებს კი ნიდერლანდების სამეფო დუბლის შესრულებას და კვლავ გამარჯვებას წელს?

უპასუხე