ევროვიზიის სიახლეები
შესარჩევი

ლიეტუვის შიდა შესარჩევ კონკურსს „Pabandom Iš Naujo!“ერქმევა

ფოტო: LRT

ლიეტუველი მომღერლის მარიონას მიკუტავიჩიუსის სიმღერის „Trys milijonai” (სამი მილიონი) ცნობილი ფრაზა „Pabandom iš naujo!” (კიდევ ვსცადოთ!) ერქმევა ლიეტუვის ევროვიზიის შიდა შესარჩევი კონკურსს, რომელიც სტარტს 11 იანვარს აიღებს.

„კიდევ ვსცადოთ!“ ძალიან სიმბოლური  სახელია, რომელიც სწორად ასახავს ევროვიზაზე მონაწილეობის სულისკვეთებას. ოფიციალური ინგლისური დასახელება კი შემდეგი იქნება: “We go again!

ფოტო: LRT

ქვეყანა 2020 წელს უკვე 21-ჯერ მიიღებს მონაწილეობას ევროვიზიის სიმღერის კონკურსზე. საუკეთესო შედეგი კი ამ დროისათვის LT United-ს ეკუთვნის სიმღერით We are the Winners, როდესაც მე-6 ადგილი დაიკავეს 2006 წელს გამართულ ევროფესტივალზე.

ლიეტუვა უკვე მესამე იქნება ბალტიისპირეთში, რომლის შესარჩევ კონკურსაც საკუთარი სახელი ექნება. ლატვიის შიდა შესარჩევს “Supernova”, ხოლო ესტონეთისას კი “Eesti Laul” ჰქვია.

რიგით 65-ე ევროვიზიის სიმღერის კონკურსი კი 2020 წელს როტერდამში 12,14 და 16 მაისს გაიმართება.

 

საქართველოს შიდა შესარჩევ კონკურსის არსებობის შემთხვევაში, რა დასახელება იქნებოდა ყველაზე უპრიანი?

 

 

წყარო: LRT.lt

უპასუხე