ევროვიზიის სიახლეები
მონაწილეები

წარმატებები “ყიფო” – რას წერს თამთა თორნიკეს შესახებ

საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის მუსიკალური პროექტის “საქართველოს ვარსკვლავის” მეორე სეზონის გამარჯვებული თორნიკე ყიფიანი გახდა და სწორედაც ამ გამარჯვების წყალობით მოიპოვა საგზური 2020 წლის ევროვიზიის სიმღერის კონკურსზე.

“ყიფოს” გამარჯვებას ცნობილი მომღერალი თამთა გოდუაძე ინსტაგრამზე ეხმაურება და წარმატებას უსურვებს 2020 წლის ევროვიზიაზე.

 

თორნიკე ყიფიანი მსმენელმა პირველად 2014 წელს “X ფაქტორში” გამარჯვების შემდეგ გაიცნო, სადაც მისი მენტორი არც მეტი არც ნაკლები თამთა გოდუაძე იყო.

რამოდენიმე საერთო ფოტოსთან ერთად თამთა “ყიფოს” მისამართით თბილ სიტყვებსაც არ იშურებს.

“2014 წელს, წილად მხვდა ბედნიერება ვყოფილიყავი მისი (ავტ. თორნიკეს) მენტორი, როგორც X FACTOR GEORGIA-ს ჟიურის წევრი..დიახ, მან ის მოიგო…მეც მოვიგე!”

“ვამაყობ შენით თორნიკე და ბედნიერი ვარ, რომ მცირედი წვლილი მეც მიმიძღვის შენს კარიერაში! წარმატებები “ყიფო”!” – წერს თამთა ინსტაგრამზე.

ქართველ-ბერძენმა პოპ ვარსკვლავმა თამთამ 2019 წელს კვიპროსი წარადგინა ევროვიზიის სიღერის კონკურსზე თელ-ავივში სიმღერით “Replay“.

 

31 დეკემბრის ფინალურ შოუზე სწორედ მათ შორის 33.82%-ით გამარჯვებული გახდა  თორნიკე ყიფიანი და 2020 წლის ევროვიზიის სიმღერის კონკურსზე როტერდამში საქართველოს სახელით წარსდგება, ხოლო მის საკონკურსო სიმღერას საზოგადოებრივი მაუწყებელი შიდა შერჩევის წესით გადაწყვეტს.

რიგით 65-ე ევროვიზიის სიმღერის კონკურსი კი 2020 წელს როტერდამში 12,14 და 16 მაისს გაიმართება.

 

თქვენ რას ფიქრობთ, თორნიკეს შანსებზე ევროვიზიის სიმღერის კონკურსზე?

 

1 კომენტარი

  1. თუ სიმღერას სწორად შეარჩევთ,თორნიკე ყიფიანი აუცილებლად მოხვდება ხუთეულში.

უპასუხე