ევროვიზიის სიახლეები
შესარჩევი

Eurovizijos Atranka 2020: კონკურსანტების ვინაობა ცნობილია

ფოტო: Reda Mickevičiūtė

ლიეტუვის საზოგადოებრივმა მაუწყებელმა LRT-მ ოფიციალურად გამოაქვეყნა იმ 36 მონაწილის სია, რომლებიც 2020 წლის ევროვიზიის სიმღერის კონკურსის საგზურისათვის იბრძოლებენ. მონაწილეებს შორის არიან როგორც უკვე ახალი, ასევე კარგად ნაცნობის სახეები.

ლიეტუვის შიდა შესარჩევ კონკურში წელს 60-ზე მეტი სიმღერა იყო წარდგენილი, თუმცა მათგან მხოლოდ 36 შეირჩა. სატელევიზიო შოუ, რომელიც საერთო ჯამში 6 საკონკურსო კონცერტს მოიცავს 11 იანვარს დაიწყება და ფინალური შოუ 15 თებერვალს შედგება. სატელევიზიო შოუ ყოველ შაბათს გავა ეთერში 20:00 (ცენტრალური ევროპის დროით). შეგახსენებთ, რომ როგორც გასულ წელს პირდაპირ ეთერში მხოლოდ ნახევარ ფინალური და ფინალური შოუები გადაიცემა, დანარჩენი გადაცემების ჩანაწერები კი წინასწარ გაკეთდება (დეტალური კალენდარი ჩვენს ვებ-გვერდზე შეგიძლიათ იხილოთ).

კონკურსის მონაწილეების სია კი ასე გამოიყურება:

Abrokenleg – „Electric boy“;

Aika – „Paradas“;

Aistay – „Dangus man tu“;

Aistė Pilvelytė – „Everlastingly“;

Alen Chicco – „Somewhere Out There“;

Andy Vaic – „Why why why“;

Antturi – „I gotta do“;

„Baltos varnos“ – „Namų dvasia“;

Bernardas – „Dad, don’t be mad at me“;

Donata – „Made of wax“;

Evgenya Redko – „What about us“;

Gabrielius Vagelis – „Tave čia randu“;

Germantas Skoris – „Chemistry“;

„Glossarium“ – „Game over“;

Indraya – „You and I“;

Justina Žukauskaitė – „Breath in“;

Justinas Lapatinskas – „High way story“;

KaYra – „Alligator“;

Kristina Jure – „My Sound of Silence“;

Lukas Bartaška – „Where is that change?“;

Lukas Norkūnas – „Atsiprašyk“;

Meandi – „DRIP“;

Monika Marija – „If I leave“;

Monique – „Make me human“;

Nombeko Augustė – „Reikia man“;

Petunija – „Show Ya“;

Rokas Povilius – „Vilnius calling“;

Ruslanas Kirilkinas – „Soldiers heart“;

Rūta Loop – „We came from sun“;

Soliaris – „Breath“;

„The Backs“ – „Fully“;

„The Roop“ – „On fire“;

„Twosome“ – „Playa“;

Viktorija Miškūnaitė – „The Ocean“;

Vitalijus Špokaitis – „Nemušk savęs“;

Voldemars Petersons – „Wings of freedom“.

 

ევროვიიის გულშემატკივრების კარგად ემახსოვრებად უკვე ცნობილი სახეები: მონიკა მარია, აისტე პილველიტე, ჯგუფი  „The Roop“, ალენ კიქო, რუსლანას კირილკინასი და გაბრიელიუს ვაგელისი. კონკურსის ყველაზე დიდი ინტრიგად კი რჩება ლიეტუვის ყველაზე პოპულარული მომღერალი Monique.

2018 წლის ევროვიზიის სიმღერის კონკურსზე ლიეტუვის წარმომადგენელი იევა ზასიმაუსკაიტე კი ლიეტუვური შიდა შესარჩევი კონკურსის ‘Eurovizijos Atranka 2020’-ის ერთ-ერთი წამყვანი იქნება გაბრიელე მარტიროსიანთან და გიედრიუს მასალსკისთან ერთად.

“Eurovizijos Atranka 2019”-ის გამარჯვებული კი იური ვეკლენკო გახლდათ, რომელმაც ლიეტუვა წარადგინა 2019 წლის ევროვიზიის სიმღერის კონკურსზე თელ-ავივში სიმღერით “Run With The Lions“, თუმცა სამწუხაროდ კონკურს ნახევარფინალური ეტაპიდან გამოეთიშა.

ადევნებთ თვალს ლიეტუვის შიდა შესარჩევ კონკურსს?

უპასუხე