ბელარუსის შიდა შესარჩევი კონკურსი იწყება

ბელარუსის მაუწყებელმა BTRC-მ ოფიციალურად დაადასტურა ეროვნული შესარჩევი კონკურსი ევროვიზია 2020-ზე წარმომადგენლის შესარჩევად.
ბელარუს და უცხოელ არტისტებს, რომლებსაც უკვე შეუსრულდათ 16 წელის, საშუალება აქვთ 17 იანვრამდე განაცხადი შეიტანონ შიდა შესარჩევ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად.

შესარჩევი ეტაპი პირდაპირ ეთერში 27 იანვარს გადაიცემა და სავარაუდოდ 12 მონაწილე შეირჩევა უკვე ფინალური ეტაპისთვის.
მთავარი ცვლილება ფინალურ შოუს შეეხება, რომელიც არაუგვიანეს 6 მარტისა ჩატარდება, მაგრამ გასული წლისგან განსხვავებით (როდესაც მხოლოდ ჟიური იღებდა გადაწყვეტილებას) კონკურსანტებისთვის ხმიც მიცემა უკვე ტელემაყურებელსაც შეეძლება და გადაწყვეტილებას ჟიურისთან ერთად მიიღებენ 50%-50%.
გასულ წელს ევროვიზიის სიმღერის კონკურსზე ბელარუსი ზენამ წარადგინა სიმღერით „Like It” და ფინალში 24-ე ადგილზე გავიდა 31 ქულით.
გყავთ ფავორიტი, რომელმაც მონაწილეობა უნდა მიიღოს ბელარუსის შიდა შესარჩევ კონკურსში?