ევროვიზიის სიახლეები
შესარჩევი

პოლონეთის წარმომადგენელი “Szansa na Sukces”-ის საშუალებით შეირჩევა

ფოტო: wprost.pl

2019 წლის საბავშვო ევროვიზიაზე ვიკი გაბორის წარმატების შემდეგ, პოლონეთის საზოგადოებრივმა მაუწყებელმა Telewizja Polska (TVP) გადაწყვიტა შიდა შესარჩევისთვის იმავე Szansa na Sukces-ის (შანსი წარმატებისთვის) ფორმატის გამოყენება 2020 წლის ევროვიზიის სიმღერის კონკურსის მონაწილის შესარჩევად.

კონკურსის შესარჩევი ეტაპი 2-23 თებერვალს გაიმართება, ხოლო განაცხადების მიღება 13 იანვრამდე იქნება შესაძლებელი.

Regulamin postępowania konkursowego mającego na celu wyłonienie uczestnika Konkursu Piosenki Eurowizja 2020 w audycji Telewizji Polskiej „Szansa na Sukces. Eurowizja 2020”😉

Gepostet von Szansa na sukces am Mittwoch, 1. Januar 2020

 „Szansa na Sukces“ – შანსი წარმატებისთვის

„Szansa na Sukces“ პირველი პოლონური სატელევიზიო მუსიკალური შოუა. პირველად ის TVP2-ის ეთერში გადაიცემოდა 1993-2012 წლებში. რამოდენიმე წლიანი პაუზის შემდეგ გასულ წელს კონკურსის გამარჯვებული გასულ წელს ალექსანდრა ნიკიელი (Aleksandra Nykiel), რომელმაც 2019 წლის ივნისში პოლონეთს ოპოლის ფესტივალის ჯილდო მოუტანა.

პოლონური ფესტივალმა უამრავ ვარსკვლავს მისცა შანსი წარამტებული კარიერი დაწყების. მათ შორის არიან: იუსტინა სტეჩკოვსკა (პოლონეთი 1995); ევა ფარნა, კასია სტანკიევიჩი, გეორგინა ტარასიუკი (პოლონეთი 2003); კასია ცერეკვიცკა (პოლონეთი 2006); ანია ვიშკონი (პოლონეთი 2003); ტომეკ კაოვიეცკი, იოანა კულიგი და მათ შორის ასევე მარგარეტი (პოლონეთი 2016, Melodifestivalen 2018, Melodifestivalen 2019).

გასულ წელს ევროვიზიის სიმღერის კონკურსზე პოლონეთი ფოლკ-ჯგუფმა “Tulia”-მ წარადგინა, რომელიც TVP-მ შიდა შერჩევის წესით აირჩია, თუმცა თელ-ავივში გამართულ ევროფესტივალზე ფინალში გადასვლა ვერ მოახერხეს და კონკურსს ნახევარ ფინალიდან გამოეთიშნენ.

თქვენ როგორ ფიქრობთ, გაიმეორებს თუ არა პოლონეთი საბავშვო ევროვიზიის სიმღერის კონკურსზე მიღწეულ წარმატებას როტერდამში?

 

წყარო: wirtualnemedia.pl, teleshow.wp.pl,
იხილეთ: ორიგინალი სტატია

უპასუხე