ევროვიზიის სიახლეები
შესარჩევი

სან-რემო 2020: მონაწილეთა ვინაობა ცნობილია

ფოტო: RAI

იტალიის ტელერადიო მაუწყებელმა RAI-მ ოფიციალურად გამოაქვეყნა იმ 22 მონაწილის სია, რომლებიც რიგით 70-ე სან-რემოს მუსიკალურ ფესტივალში მიიღებენ მონაწილეობას და გამარჯვებული იტალიას წარადგენს როტერდამში რიგით 65-ე ევროვიზიის სიმღერის კონკურსზე. მონაწილეთა სიმღერები რამოდენიმე დღესი გამოქვეყნდება.

ფესტივალის მონაწილეები არიან:

ანასტაზიო (Anastasio)

ჯორდანა ანჯი (Giordana Angi)

ბუგო & მორგანი (Bugo feat. Morgan)

დიოდატო (Diodato)

ელოდი (Elodie)

ფრანჩესკო გაბანი (Francesco Gabbani)

ირენე გრანდი (Irene Grandi)

რაფაელ გუალაცი (Raphael Gualazzi)

პაოლო იონაჩი (Paolo Jannacci)

ჯუნიორ კალი (Junior Cally)

ელეტრა ლამბორგინი (Elettra Lamborghini)

აქილე ლაურო (Achille Lauro)

ლევანტე (Levante)

ლე ვიბრაციონი (Le Vibrazioni)

მარკო მაზინი (Marco Masini)

ენრიკო ნიჯოტი (Enrico Nigiotti)

პიერო პელუ (Piero Pelù)

პინგუინი ტატიჩი ნუკლეარი (Pinguini Tattici Nucleari)

რანკორე (Rancore)

რიკარდო „რიკი“ მარკუცო (Riccardo “Riki” Marcuzzo)

ალბერტო ურსო (Alberto Urso)

მიქელე ძარილო (Michele Zarrillo)

 

მონაწილეთა შორის არიან ფრანჩესკო გაბანი და რაფაელ გუალაცი, რომლებმაც იტალია უკვე წარმოადგინეს ევროვიზიის სიმღერის კონკურსზე.

2017 წელს სიმღერით „Occidentali’s Karma“ ფრანჩესკო გაბანიმ მე-6 ადგილი დაიკავა კიევში გამართულ ევროვიზიის სიმღერის კონკურსზე,

ხოლო რაფაელ გუალაციმ კი მეორე ადგილი დაიკავა 2011 წელს დიუსელდორფში სიმღერით „Madness Of Love“.

2020 წლის სანრემოს ფესტივალი 4 და 8 თებერვალს გაიმართება არისტონის თეატრში სანრემოში.

გასულ წელს სანრემოს გამარჯვებულმა მაჰმუდმა წარადგინა იტალია თელავივში გამართულ ევროფესტივალზე სიმღერით „Soldi” და 472 ქულით მეორე ადგილი დაიკავა.

იტალიური სიმღერის ფესტივალი სან-რემოში ( იტალ. Festival della canzone italiana di Sanremo) — იტალიური მუსიკის კონკურსი, რომელიც იმართება 1951 წლიდან ყოველ წელს იტალიის ქალაქ სან-რემოში/

სან-რემოს ფესტივალის პირდაპირი ტრანსლიაციის ექსკლუზიური უფლება 1955 წლიდან იტალიურ ტელეარხს RAI UNO. 1951-1954 წლებში ფესტივალის მოსმენა მხოლოდ იტალიურ არხი RAI-ზე შეიძლებოდა.

თქვენ რას ფიქრობთ წლევანდელ სან-რემოს მონაწილეებსა და მათ შანსებზე?

უპასუხე