“ყიფო” – საქართველოს ხმა ევროვიზიაზე

საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის მუსიკალური პროექტის “საქართველოს ვარსკვლავის” მეორე სეზონის გამარჯვებული თორნიკე ყიფიანი გახდა და სწორედაც ამ გამარჯვების წყალობით მოიპოვა საგზური 2020 წლის ევროვიზიის სიმღერის კონკურსზე.
თორნიკე “X ფაქტორის“ 2014 წლის გამარჯვებული და პროექტის ყველა სპონსორის რჩეულიც იყო, მისი მწვრთნელი კი ცნობილი მომღერალი და ევროვიზია 2019-ის მონაწილე (კვიპროსის სახელით) თამთა გოდუაძე იყო.
“ყიფო”-სთვის მნიშვნელოვანია მუსიკოსი თავად ქმნიდეს მუსიკას ამიტომაც “X ფაქტორის“-ში გამარჯვების შემდეგ ელექტრონული პროგრამები შეისწავლა დაიწყო, რაც სრული მუსიკალური პროდუქტის შესაქმნელად არის საჭირო. თვლის, რომ ასეთი პროგრამები მუსიკოსმა უნდა იცოდეს. როგორც თავად ამბობს ახლაც სწავლის პროცესში არის, ქმნის ექსპერიმენტალურ მუსიკას და “იუთუბის” საკუთარ არხზე ავრცელებს.ამავდროულად თორნიკე სამი შვილის მამაა, თუმცა ამ ეტაპისთვის მეუღლეს დაშორებულია.
2019 წელს გადაწყვიტა “საქართველოს ვარსკვლავში” მიეღო მონაწილეობა, რადგან სურს, რომ ევროვიზია 2020-ის გამარჯვება საქართველოს მოუტანოს.
თავდაპირველი 10 კონკურსანტიდან მხოლოდ 4 მათგანმა იმღერა ფინალურ ეტაპზე და 31 დეკემბრის ფინალურ შოუზე სწორედ მათ შორის 33.82%-ით გამარჯვებული გახდა თორნიკე ყიფიანი და 2020 წლის ევროვიზიის სიმღერის კონკურსზე როტერდამში საქართველოს სახელით წარსდგება, ხოლო მის საკონკურსო სიმღერას საზოგადოებრივი მაუწყებელი შიდა შერჩევის წესით გადაწყვეტს.
“საქართველოს ვარსკვლავის” საბოლოო შედეგები კი ასე გამოიყურება:
კონკურსის ჟიურის წევრებს შორის კი იყო “საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხის” მთავარი მუსიკალური ხელმძღვანელი დათო ევგენიძე, ასევე ევროპის მაუწყებელთა კავშირის (EBU) მედია მართვის კომიტეტის წარმომადგენელი და საქართველოს პირველი არხის გენერალური დირექტორის პირველი მოადგილე თიკო ბერძენიშვილი, პროფესიონალი პიანისტი და “რანინას” წამყვანი დათუნა ალადაშვილი და მომღერალი, გერმანული Voice-ის გამარჯვებული ნათია თოდუა.
რიგით 65-ე ევროვიზიის სიმღერის კონკურსი კი 2020 წელს როტერდამში 12,14 და 16 მაისს გაიმართება.