ევროვიზია 2020-ის წამყვანები

ფოტო: NPO/AVROTROS/NOS
2020 წლის ევროვიზიის სიმღერის კონკურსს, რომელსაც როტერდამი და აჰოი არენა მასპინძლობს, სამი წამყვანი ეყოლება.
ესენია:
შანტალ იანზენი – ცნობილი მსახიობი და წამყვანი

ედსილია რომბლი – წამყვანი, მომღერალი და ევროვიზიის ორგზის მონაწილე

და იან სმიტი – წარმატებული მომღერალი, წამყვანი და ევროვიზიის კომენტატორი ნიდერლადების სამეფოში.

რიგით 65-ე ევროვიზიის სიმღერის კონკურსი ნიდერლანდების ქალაქ როტერდამში 12, 14 და 16 მაისს გაიმართება.