ევროვიზიის სიახლეები
შესარჩევი

იევა ზასიმაუსკაიტე ‘Eurovizijos Atranka 2020’-ის თანაწამყვანი იქნება

ფოტო: Neringa Rekašiūtė

ცნობილი გახდა, რომ 2018 წლის ევროვიზიის სიმღერის კონკურსზე ლიეტუვის წარმომადგენელი იევა ზასიმაუსკაიტე ლიეტუვური შიდა შესარჩევი კონკურსის ‘Eurovizijos Atranka 2020’-ის ერთ-ერთი წამყვანი იქნება გაბრიელე მარტიროსიანთან და გიედრიუს მასალსკისთან ერთად.

 

იევამ ახლახანს ჩაწერა ახალი სიმღერა Praėjo”, რომელიც გარდაცვლილი ბაბუის ხსოვნას მიუძღვნა.

 

ლიეტუვის შიდა შესარჩევ კონკურში წელს 60-ზე მეტი სიმღერა იყო წარდგენილი, თუმცა მათგან მხოლოდ 36 შეირჩა. სატელევიზიო შოუ, რომელიც საერთო ჯამში 6 საკონკურსო კონცერტს მოიცავს 11 იანვარს დაიწყება და ფინალური შოუ 15 თებერვალს შედგება. სატელევიზიო შოუ ყოველ შაბათს გავა ეთერში 20:00 (ცენტრალური ევროპის დროით). შეგახსენებთ, რომ როგორც გასულ წელს პირდაპირ ეთერში მხოლოდ ნახევარ ფინალური და ფინალური შოუები გადაიცემა, დანარჩენი გადაცემების ჩანაწერები კი წინასწარ გაკეთდება.

“Eurovizijos Atranka 2019”-ის გამარჯვებული კი იური ვეკლენკო გახლდათ, რომელმაც ლიეტუვა წარადგინა 2019 წლის ევროვიზიის სიმღერის კონკურსზე თელ-ავივში სიმღერით “Run With The Lions“, თუმცა სამწუხაროდ კონკურს ნახევარფინალური ეტაპიდან გამოეთიშა.

 

უპასუხე