ევროვიზიის სიახლეები
მონაწილეები

ალბანეთს არილენა არა წარმოადგენს სიმღერით “Shaj”

რიგით 58-ე ალბანურ შიდა შესარჩევი კონკურსის ‘Festival i Këngës’-ის გამარჯვებული არილენა არა გახდა სიმღერით ‘Shaj’, რომლითაც ის 2020 წლის ევროვიზიის სიმღერის კონკურსზე წარსდგება.

ალბანეთის შიდა შესარჩევ კონკურს 5 კაციანი ჟიური ჰყავდა (მიქაელა მინგა და რიტა პეტრო (ალბანეთი), ქრისტერ ბიორკმანი (შვედეთი), დიმიტრის კონტოპულოსი (საბერძნეთი), ფელიქს ბერგსონი (ისლანდია)) და სწორედ მათი გადაწყვეტილებით მიიღო არილენამ როტერდამის საგზური და ალბანური ფესტივალის ტრიუმფატორი გახდა (ჟიურის მიერ მინიჭებული ქულები შეგიძლიათ იხილოთ აქ). მეორე ადგილზე ელვანა გიატა გავიდა სიმღერით ‘Me tana’, ხოლო მესამე ადგილი კი სარა ბაირაქტარმა დაიკავა სიმღერით ‘Ajër‘.

 

არილენა არა პოპულარული ალბანური X Factor-ის მეორე სეზონში გამარჯვების შემდეგ გახდა. მისმა სიმღერამ ‘Nëntori’, რომელიც Itunes-ის ტოპებში იყო მომღერალს მისცა საშუალება მონაწილეობა მიეღო Europa Plus Festival-ზე რუსეთში და Astana Dausy-ში ყაზახეთში 2016 წელს.

 

‘Festival i Këngës’-ის შესახებ

Festivali i Këngësევროპის მესამე ყველაზე ძველი ყოველწლიური სატელევიზიო მუსიკალური შოუა, რომელიც სათავეს 1962 წელს იღებს და მას შემდეგ თითქმის ყოველ წელს ტელევიზიით გადაიცემა. მუსიკალური შოუს ორგანიზებას, რომლის გამარჯვებულიც ქვეყანას ევროვიზიის სიმღერის კონკურსზე წარადგენს, ორგანიზებას ალბანეთის საზოგადოებრივი მაუწყებელი Radio Televizioni Shqiptar (RTSH) უწევს.

ტრადიციულად გამარჯვებულის ჟიური ირჩევს, თუმცა დროთა განმავლობაში ხმის მიცემის წესებიც იცვლებოდა, როგორიცაა მაყურებლების მიერ ხმის მიცემა და/ან რეგიონული ჟიური.

არილენა არა
ფოტო: RTSH

კონკურსის რეკორდსმენებს შორის არის ვაჩე ზელა, რომელმაც კონკურსზე 11-ჯერ გაიმარჯვა, მას მოჰყვება ტონინ ტირსჰანა 4 გამარჯვებით, ხოლო სამ გამარჯვებას ითვლიან აურელა გაჩე და მანიოლა ნალბანი.

უპასუხე