ევროვიზიის სიახლეები
შესარჩევი

“საქართველოს ვარსკვლავი”-ს ფინალისტების ვინაობა ცნობილია

ფოტო: 1tv.ge

საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის მუსიკალური პროექტის “საქართველოს ვარსკვლავის”  მეორე სეზონის ფინალისების ვინაობა ცნობილია. ესენია:

თორნიკე ყიფიანი

ფოტო: 1tv.ge

თამარ კაკალაშვილი

ფოტო: 1tv.ge

მარიამ გოგიბერიძე

ფოტო: 1tv.ge

ბარბარა სამხარაძე

ფოტო: 1tv.ge

 

კონკურსის ნახევარ ფინალურ ეტაპზე კონკურსანტები დუეტებით წარსდგნენ სცენაზე, სადაც გასული წლის სეზონის მონაწილეებთან ერთად სცენაზე იდგა საქართველოს წარმომადგენელი 2017 წლის საბავშვო ევროვიზიაზე გრიგოლ ყიფშიძე

ფოტო: Thomas Hanses

და საქართველოს ხმა 2019 წლის ევროვიზიის სიმღერის კონკურსზე – ოთო ნემსაძე.

შეგახსენებთ, რომ “საქართველოს ვარსკვლავის” გამარჯვებული საქართველოს წარადგენს 2020 წლის ევროვიზიის სიმღერის კონკურსზე, რომელსაც ნიდერლანდების ქალაქი როტერდამი უმასპინძლებს 12, 14 და 16 მაისს.

შოუს გრანდიოზული ფინალი 31 დეკემბერს შედგება და “საქართველოს ვარსკვლავი”-ს გამარჯვებულიც სწორედ მაშინ გამოვლინდება, რომელის საკონკურსო სიმღერას საზოგადოებრივი მაუწყებელი შიდა შერჩევის წესით გადაწყვეტს.

უპასუხე