ევროვიზიის სიახლეები
შესარჩევი

ვინ წარადგენს საქართველოს ევროვიზიაზე?

ფოტო: 1tv.ge

საქართველოს საზოგადოებრივ მაუწყებელზე “საქართველოს ვარსკვლავის” პირველი კარსტინგის სატელევიზიო პრემიერა 26 ოქტომბერს შედგა და 2020 წლის ევროვიზიის სიმღერის კონკურსზე საქართველოს წარმომადგენის შერჩევის პროცესიც დაიწყო და უკვე მეორედ, როგორც გასულ წელს, პირველმა არხმა გამოიყენა ინოვაციური მეთოდი, რომელიც  “ფეისბუქით” ხმების უფასოდ მიცემას გულისხმობს, ისევ ძალაშია (20 sms და 20 ზარი დღეში).

თავდაპირველი ათი მონაწილიდან ნახევარფინალში კი მხოლოდ 5 მათგანი აგრძელებს საგზურისთვის ბრძოლას. ესენია:

დავით რუსაძე

ბარბარა სამხარაძე

თამარ კაკალაშვილი

თორნიკე ყიფიანი

მარიამ გოგიბერიძე.

შოუს გრანდიოზული ფინალი 31 დეკემბერს შედგება და “საქართველოს ვარსკვლავი”-ს გამარჯვებულიც სწორედ მაშინ გამოვლინდება, რომელის საკონკურსო სიმღერას საზოგადოებრივი მაუწყებელი შიდა შერჩევის წესით გადაწყვეტს.

უკვე მეხუთე შოუა, რაც კონკურსის ფავორიტად თორნიკე ყიფიანი სახელდება. წინა კვირის შოუზე, რომელიც გია ყანჩელის მუსიკას ეძღვნებოდა ის მეხუთედ გახდა კონკურსის ლიდერი 29.09%-ით, ხოლო მეორე ადგილზე ბარბარა სამხარაძე გავიდა 17.75%-ით.

კონკურსის ჟიურის წევრებს შორის კი არის “საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხის” მთავარი მუსიკალური ხელმძღვანელი დათო ევგენიძე, ასევე ევროპის მაუწყებელთა კავშირის (EBU) მედია მართვის კომიტეტის წარმომადგენელი და საქართველოს პირველი არხის გენერალური დირექტორის პირველი მოადგილე თიკო ბერძენიშვილი, პროფესიონალი პიანისტი და “რანინას” წამყვანი დათუნა ალადაშვილი და მომღერალი, გერმანული Voice-ის გამარჯვებული ნათია თოდუა.

რიგით 65-ე ევროვიზიის სიმღერის კონკურსი კი 2020 წელს როტერდამში გაიმართება 12,14 და 16 მაისს გაიმართება.

უპასუხე