ევროვიზიის სიახლეები
თემის გარეშე

სიახლე: ევროვიზია 2020-ის სცენის ესკიზი ცნობილია

ფოტო: NPO/AVROTROS/NOS

სულ რამოდენიმე წუთის წინ გამოქვეყნდა ესკიზები, თუ როგორი იქნება 2020 წლის ევროვიზიის სიმღერის კონკურსის სცენა. მთლიანი დიზაინი შთაგონებულია სლოგანით: “გაიხსენი!” და წინა წლისგან გასხვავებით მწვანე ოთახი (Green Room) მთავარ არენაზე ბრუნდება.

დიზანის ავტორია ცნობილი სასცენო დიზაინერი ფლორიან ვიიდერი (Florian Wieder). როგორც სცენის ავტორი ამბობს: “ეს არის დიზაინი, რომელიც ასახავს კავშირს ცას, ზღვასა და მიწას შორის. იატაკი შთაგონებულია არხებითა და ხიდებით, რომლებიც ნიდერლანდების მიწებს აკავშირებს. ეს დიზაინი არტისტებსა და მაყურებლებს მაქსიმალურად დაახლოვებს.”.

ფოტო: NPO/AVROTROS/NOS

გასული წლისგან გასხვავებით, მწვანე ოთახი მთავარ არენას უბრუნდება. სწორედ ამის შედეგად მაყურებელი კიდევ უფრო ახლოს იქნება დაკავშირებული მომღერლებთან, რომლებიც 2020 წლის ევროვიზიის სიმღერის კონკურსზე 41 ქვეყანას წარმოადგენენ.

ფოტო: NPO/AVROTROS/NOS

შეგახსენებთ, რომ ფლორიან ვიიდერის მიერ არის შექმნილი სხვა წლების ევროვიზიის სცენებიც.

უპასუხე