ევროვიზიის სიახლეები
მონაწილეები

როტერდამში კვიპროსს სანდრო წარადგენს

ფოტო: CyBC

კვიპროსის საზოგადოებრივმა მაუწყებელმა CyBC ოფიციალურად დაადასტურა  23 წლის სანდროს მონაწილეობა 2020 წლის ევროვიზიის სიმღერის კონკურსზე.

დედით ბერძენი და მამით ამერიკელი ალესანდრო რუთენი (Alessandro Rütten) გერმანიაში დაიბადა და თავისუფლად საუბრობს გერმანულ, ინგლისურ და ბერძნულ ენებზე. მუსიკით ისადრეული ასაკიდან დაინტერესდა ხოლო მუსიკის წერა უვკე 15 წლის ასაკიდან დაიწყო.

ფოტო: CyBC

სანდო მრავალი მუსიკალური კონკურსის მონაწილე იყო გერმანიაში, მათ შორის გერმანული “ნიჭიერისა” და “გერმანული ხმის”.

ის ასევე მონაწილეობდა “ახალი ტალღის” სიმღერის კონკურსზე ამერიკის შეერთებული შტატების სახელით და სწორედ ამ კონკურსზე შედგა არტისტის დებიუტი სანდრო ნიკოლასის (Sandro Nicolas) სასცენო სახელით.

 

თქვენ რას ფიქრობთ კვიპროსის წარმომადგენელზე?

უპასუხე