ევროვიზიის სიახლეები
მონაწილეები

2020 წლის ევროვიზიაზე ბულგარეთს VICTORIA წარადგენს

ფოტო: BNT

ზუსტად ერთი თვის წინ ბულგარეთის მაუწყებელმა BNT-მ ევროვიზიის სიმღერის კონკურსზე დაბრუნების შესახებ განაცხადა, გუშინ კი უკვე ცნობილი გახდა, რომ ქვეყანას 2020 წლის ევროვიზიის სიმღერის კონკურსზე, ბულგარეთის “იქს ფაქტორის” ვარსკვლავი, ვიქტორია გეორგიევა წარადგენს, რომელიც ცნობილია როგორც VICTORIA.

მომღერლის წარდგენა კი სპეციალურად მომზადებული ვიდეოს საშუალებით მოხდა სოფიაში გამართულ პრესკონფერენციაზე.

 

 

ვინ არის VICTORIA?

VICTORIA ბულგარული “იქს ფაქტორის” ერთ-ერთი მონაწილე იყო და 2015-16 წლის სეზონზე მეექვსე ადგილი დაიკავა. ამავე სეზონში მონაწილებდა და მეორე ადგილი დაიკავა ქრისტიან კოსტოვმა. ვიქტორიას ხშირად “ბულგარელ ადელის” სახელით მოიხსენიებენ.

2020 წლის ევროვიზიის დასრულების შემდეგ კი დაგეგმილია მისი სადებიუტო ალბომის პრეზენტაცია.

როტერდამში წარსადგენი სიმღერა მაუწყებლის მიერ შეირჩევა და პრეზენტაცია 2020 წლის მარტში გაიმართება.

უპასუხე