საბავშვო ევროვიზიის გამარჯვებული პოლონეთი გახდა!

პირველად საბავშვო ევროვიზიის სიმღერის კონკურსის ისტორიაში ფესტივალის გამარჯვებული ზედიზედ ერთი და იგივე ქვეყნა, პოლონეთი გახდა.
2018 წლის ტრიუფმის შედეგად, 2019 წლის რიგით მე-17 სიმღერის კონკურსს პოლონეთმა ქალაქ გლავიცეში უმასპინძლა და ისტორიაში პირველად, 278 ქულით (რაც 3.77 მილიონ ხმას უდრის) ზედიზედ მეორეჯერ გაიმარჯვა ვიკი გაბორის სიმღერით “Superhero”.
ჟიურის მიერ მინიჭებული ქულებით ყაზახეთის წარმომადგენელი ლიდერობდა, თუმცა ხალხის მიერ ონლაინ მინიჭებული ხმების შედეგად საბოლოო გამარჯვება მასპინძელ ქვეყანას დარჩა.
12 წლის ვიკი გაბორი გერმანიაში დაიბადა, განათლება მიღება დიდ ბრიტანეთში დაიწყო და ამჟამად პოლონეთში ცხოვრობს. 2019 წლის თებერვალში კი პოლონეთის “The Voice Kids”-ის ფინალისტი იყო.
საქართველოსთვის კი არცთუისე წარმატებული წელი აღმოჩნდა. ჩვენი ქვეყნის წარმომადგენელმა გიორგი როსტიაშვილმა 69 ქულა დააგროვა და მხოლოდ მე-14 ადგილს დასჯერდადა საქართველოს ისტორიაში ყველაზე დაბალი ადგილი აიღო საბავშვო ევროვიზიის სიმღერის კონკურსზე.