ევროვიზიის სიახლეები
საბავშვო ევროვიზია

საბავშვო ევროვიზიის ფინალამდე რამოდენიმე საათი რჩება

ფოტო: Thomas Hanses

2019 წლის საბავშვო ევროვიზიის სიმღერის კონკურსის სატელევიზიო შოუმდე რამოდენიმე საათი რჩება. მონაწილეებს საკმაოდ დაძაბული კვირა ჰქონდათ, მრავალ საათიანი რეპეტიციების, პრესკონფერენციების შემდეგ შაბათ საღამოს ჟიურის შოუც შედგა. სწორედ ამ შოუს დროს გადაწყვეტა ჟიურიმ თავის ქულებს, რომელიც ცნობილი კვირა საღამოს, სატელევიზიო შოუს დასრულებისთანავე გახდება.

Photo by: Thomas Hanses

წლევანდელი საბავშვო ევროვიზიის მასპინძელ გლივიცეს არენაზე რეპეტიცია წარმატებით გაიარა საქართველოს წარმომადგენლმა გიორგი როსტიაშვილმა, რომელიც კონკურსზე საქართველოს სიმღერით “We need love” წარადგენს.

2019 წლის საბავშვო ევროვიზიის ფინალური შოუ გლივიცე არენაზე, 24 ნოემბერს გაიმართება და თბილისის დროით 19:00 საათზე დაიწყება (CET 16:00).

ფინალურ შოუს კი შეგიძლიათ თვალი ადევნოთ შემდეგ ბმულზე:

უპასუხე