ევროვიზიის სიახლეები
შესარჩევი

საქართველოს ვარსკვლავი დღეს იწყება

ფოტო: 1tv.ge

უკვე მეორე წელია რაც “საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელი” ევროვიზიის სიმღერის კონკურსზე საქართველოს წარმომადგენელს საერთაშორისო მუსიკალური პროექტის “საქართველოს ვარსკვლავის” საშუალებით არჩევს. შარშანდელისგან გამსხვავებით წელს ჟიური და მაყურებელი მხოლოდ მომღერალს შეარჩევს, ხოლო სიმღერას პირველი არხის საპროდიუსერო ჯგუფი (“აკუსტიკა” და “რანინა”) შექმნის, მათ შორის სცენოგრაფიასაც.

ფოტო: 1tv.ge

“საქართველოს ვარსკვლავის” პირველი კარსტინგის სატელევიზიო პრემიერა დღეს შედგება და ყოველ შაბათს 11 ნოემბრამდე გასტანს. ამის შემდეგ კი შოუ პირდაპირ ეთერში გადაიცემა.

ინოვაციური მეთოდი, რომელიც გასულ სეზონზე გამოიყენა კონკურსმა და “ფეისბუქით” ხმების უფასოდ მიცემას გულისხმობს, ისევ ძალაშია (20 sms და 20 ზარი დღეში).

რაც შეეხება ჟიურის, აქაც მცირეოდენი ცვლილებაა. წელს ჟიურის წევრებს შორის არის “საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხის” მთავარი მუსიკალური ხელმძღვანელი დათო ევგენიძე, ასევე ევროპის მაუწყებელთა კავშირის (EBU) მედია მართვის კომიტეტის წარმომადგენელი და საქართველოს პირველი არხის გენერალური დირექტორის პირველი მოადგილე თიკო ბერძენიშვილი, პროფესიონალი პიანისტი და “რანინას” წამყვანი დათუნა ალადაშვილი და მომღერალი, გერმანული Voice-ის გამარჯვებული ნათია თოდუა.

საქართველოს ვარსკვლავი დღეს თბილისის დროით 22:00 საათზე (CEST 20:00) დაიწყება, რომელიც საქართველოში სეზონის ერთადერთ საერთაშორისო მუსიკალურ პროექტს წარმოადგენს, რომელსაც მსახიობი და ტელეწამყვანი რუსკა მაყაშვილი წაიყვანს.

ფოტო: 1tv.ge

უპასუხე