ევროვიზიის სიახლეები
ორგანიზაცია

Open Up! – 2020 წლის ევროვიზიის სიმღერის კონკურსის სლოგანი

ფოტო: NPO

“Open Up” (გაიხსენი) იქნება 2020 წლის ევროვიზიის სიმღერის კონკურსის სლოგანი.

სწორედაც, რომ ზედგამოჭრილი სლოგანია როგორც ევროვიზიისათვის, რადგან ეს არის კონკურსი, რომელიც აერთიანებს მთელ ევროპას, ახლო აღმოსავლეთს და ავსტრალიას ასევე მასპინძელი ქალაქ როტერდამისთვის, რომელიც თავის მხრივ ოდითგანვე ცნობილი იყო როგორც მრავალკულტურული ქალაქი, რომელიც უამრავ ადამიანს აერთიანებს. 

ეს სლოგანი სწორად ასახავს ნიდერლანდების სამეფოსაც, ქვეყანა რომელიც პროგრესული და მომავალზე ორიენტირებულია.

ევროვიზიის სიმღერის კონკურსის მთავარმა სუპერვაიზორმა იონ ულა სანმა აღნიშნა: 

“Open Up შესანიშნავი სლოგანია რიგით 65-ე ევროვიზიის სიმღერის კონკურსისათვის. ყველაფერი 1956 წელს დაიწყო, როდესაც კონკურსში მხოლოდ 7 ქვეყანა მონაწილეობდა და კონკურსმა ისტორიის მანძილზე კარი გაუხსნა მთელ ევროპას, ავსტრალიას და მთელ მსოფლიოს. ევროვიზიის სიმღერის კონკურსის მთავარი ღირებულებებია ინკლუზიურობა და მრავალფეროვნება, რომელსაც ჩვენ კონკურსის საშუალებით ვზეიმობთ. დღეს კი ჩვენს ღირებულებებს კიდევ ერთი დაემატა – გაიხსენი!”

უპასუხე