ევროვიზიის სიახლეები
შესარჩევი

Vidbir 2020 – ახალი წესები

ფოტო: Andres Putting (EBU)

ერთ დროს ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული და წარმატებული შიდა შესარჩევი კონკურსი (Vidbir) გასულ წელს ერთ დიდ ფარსად იქცა. და შედეგად,  უკრაინას 2019 წლის ევროვიზიაში მონაწილეობა არ მიუღია, რადგან უკრაინის საზოგადოებრივმა მაუწყებელმა ეროვნულ შესარჩევ კონკურსში გამარჯვებული მომღერალი მარუვი რუსეთში დაგეგმილი ტურნეს გამო ევროვიზიის საგზურის გარეშე დატოვა. ამ ყველაფრის მიუხედავად Vidbir 2020 შედგება და მისი ფინალი 22 თებერვალსაა დაგეგმილი.

Vidbir 2020-ის წესები იცვლება

უკრაინის საზოგადოებრივი მაუწყებლის UA:PBC და STB მიერ გამოქვეყნებული ახალი წესის თანახმად, ევროვიზიის ეროვნულ შესარჩევ კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია მხოლოდ იმ შემსრულებელსა ან ჯგუფს, რომელსაც რუსეთში 2014 წლიდან კონცერტში მონაწილეობა არ მიუღია და არ გეგმავს მას ევროვიზიის ფინალამდე. ასევე მონაწილე არ უნდა იყოს ნამყოფი რუსეთის მიერ ოკუპირებულ ყირიმში უკრაინის კანონმდებლობის დარღვევით.

რომელი ათი მომღერალი ვერ მიიღებდა მონაწილეობას ევროვიზიის სიმღერის კონკურსში

ამ წესების ადრე არსებობის შემთხვევაში ევროვიზიის სიმღერის კონკურსში მონაწილეობას ვერ მიიღებდა ისეთი ევროვიზიის უკრაინელი არტისტები, როგორებიცაა: მარუვი, ჯამალა (ევროვიზიის 2016 წლის გამარჯვებული), ვერკა სერდიუჩკა, ანი ლორაკი, სვეტლანა ლობოდა, ალექსეევი, The Hardkiss, სოფია ტარასოვა, Freedom-Jazz Band, მაქს ბარსკიჰი.

უპასუხე