როგორ გამოიყურება 2019 წლის საბავშვო ევროვიზიის სცენა

2019 წლის საბავშვო ევროვიზიის სცენის დიზაინერი გიორგოს სტილიანუ-მაცისი გახლავთ, რომელიც პოლონეთში ერთ-ერთ ყველა პოპულარულ სასცენო დიზაინერად ითვლება.
24 ნოემბერს, ევროპის 19 ქვეყნის წარმომადგენელი გამოვა სტილიანუ-მაცისის მიერ შექმნილ სცენაზე გლივიცე-სალესიაში.



სცენის შესახებ
ერთ-ერთი ქველაზე გამორჩეული სცენის ელემენტი, რომელიც თვალში მოგხვდებათ არის LED ლენტები, რომელიც სცენის ცენტრიდან სცენის გვერდითა ბილიკებს მიუყვება. სწორედ ეს ლენტები კრავს ერთიან ფორმას და აძლევს სიმსუბუქის ეფექტს. ლენტები ასოცირდება ქართან, ჰაერთან და ბაბუაწვერას ყვავილთან.

გიორგოს სტილიანუ-მაცისის შესახებ
გიორგოსი პოლონეთში ყველაზე ცნობილი სასცენო დიზაინერია. მისი შემოქმედება საზღვრებს გარეთაცაა ცნობილი, ის მუშაობს უამრავი ტელეკომპანიისთვის საბერძნეთსა და კვიპროსში.
სტილიანუ-მაცისს ნამუშევარი აქვს რიკი მარტინთან, სინიდ ო’კონორთან. გიორგოსის მიერ იყო შექმნილი ფრენბურთში ევროპის ჩემპიონატის გახსნის ცერემონია 2015 და 2017 წლებში, ასევე მის პოლონეთისა და მის მსოფლიოს კონკურსები. მას ასევე ნამუშევარი აქვს უამრავ სატელევიზიო შოუზე, როგორებიცაა: Hell’s Kitchen, Got Talent, X-Factor, Top Model და Bake Off.
