გვინდა, გვიყვარდეს (We Need Love) – გიორგი როსტიაშვილი

2019 წლის საბავშვო ევროვიზიაზე საქართველოს წარმომადგენლის , გიორგი როსტიაშვილის სიმღერის ვიდეორგოლის პრეზენტაცია დღეს საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხის ეთერში შედგა.
„გვინდა, გვიყვარდეს“ (We need Love) – ამ სახელწოდების საკონკურსო სიმღერის ავტორი დავით ევგენიძეა. კლიპი ზაზა ორაშვილმა გადაიღო, მხატვარი კი შაკო პოპიაშვილია.
2019 წლის საბავშვო ევროვიზიის კონკურსი 24 ნოემბერს გაიმართება გლივიცე-სალესიაში (პოლონეთი).