ევროვიზიის სიახლეები
ორგანიზაცია

იონ ულა სანი გვემშვიდობება

ფოტო: Thomas Hanses

იონ ულა სანმა (ნორვ. Jon Ola Sand) ოფიციალურად განაცხადა, რომ 2020 წლის ევროვიზიის სიმღერის კონკურსის შემდეგ თანამდებობას დატოვებს. მაისამდე კი ევროპის მაუწყებელთა კავშირი EBU ულა სანის შემცვლელს დაასახელებს.

იონ ულა სანი ევროვიზიის მთავარი სუპერვაიზორის თამდებობას 2011 წლიდან იკავებდა.

ფოტო: Thomas Hanses

ევროვიზიის სიმღერის კონკურსის მთავარი სუპერვაიზორის თანამდებობა ამავდროულად აერთიანებდა საბავშვო ევროვიზიის სიმღერის კონკურსს, ახალგაზრდა მუსიკოსების ევროვიზიას და საგუნდო ევროვიზიის კონკურსს.

უკვე ერთი ათწლეულია, რაც იონ ულა სანი ევროვიზიის სინონიმად იქცა იმ მილიონობით მაყურებლისათვის, რომელიც თვალს ადევნებს სიმღერის კონკურსს და ხმის მიცემის დასაწყისს, რომელიც ტრადიციულად ულა სანის სიტყვებით იწყება: “take it away!”

რიგით 65-ე 2020 წლის ევროვიზიის სიმღერის კონკურსის შემდეგ ის მშობლიურ ნორვეგიულ მაუწყებელ NRK-ს დაუბრუნდება.

უპასუხე