ევროვიზიის სიახლეები
მონაწილეები

2020 წლის ევროვიზიაზე ესპანეთს ბლას კანტო წარადგენს

მას შემდეგ, რაც ესპანურმა მაუწყებელმა ოფიციალურად დაადასტურა, რომ ევროვიზიაზე წარსადგენ სიმღერას შიდა შერჩევით გამოავლენენ, ორი კვირის თავზე კი RTVE წარმომადგენლის ვინაობა გამოაცხადა. ესპანეთს როტერდამში 2020 წლის ევროვიზიის სიმღერის კონკურსზე ბლას კანტო წარადგენს.

პირველი ქვეყანა, რომელმაც თავისი წარმომადგენელი დაასახელა გახლდათ ბელგია, ხოლო ერთი კვირის შემდეგ კი ესპანეთმა მოულოდნელად წარმოადგინა თავისი მონაწილე.

ფოტო: RTVE

 

ვინ არის ბლას კანტო?

ბლას კანტო 27 წლისაა და ესპანეთში საკმაოდ პოპულარული არტისტია, რომელმაც მონაწილეობა მიიღო 2011 წლის შიდა შესარჩევ კონკურსში ასევე წარმატებულ ბენდ “Auryn”-თან ერთად.

მართალია, დიუსელდორფის საგზური ვერ მოიპოვეს, თუმცა მეორე ადგილზე გავიდნენ სიმღერით “Volver”.

ბლასის კარიერის დასაწყისად კი შეიძლება EuroJunior-ში მონაწილეობა ჩაითვალოს, რომელიც 2004 წლის საბავშვო ევროვიზიის შიდა შესარჩევი კონკურსი იყო.

გამოცხადების შემდგომ მოკლე ინტერვიუში ბლასმა განაცხადა: “ეს ჩემი დიდი ხნის ოცნებაა” და ამავდროულად დასძინა: “ბავშვობიდან ვოცნებობდი ევროვიზიის სიმღერის კონკურსზე მონაწილეობას”. 

დღეისათვის ბლასის კარიერა უკვე 5 ალბომს ითვლის. მისი პირველი ალბომიი ბენდ “Auryn”-თან ერთად გამოვიდა MTV Europe Music Awards-ის საუკეთესო ესპანური შესრულების პრიზიც დაიმსახურა. 

მისი პირველი ალბომი “Complicado”, კი 2018 წელს გამოვიდა, რომელშიც შედის კანტოს საუკეთესო ჰიტად აღიარებული “Él No Soy Yo”.

ესპანეთი ევროვიზიის სიმღერის კონკურსზე

ესპანეთის სამეფოს დებიუტი ევროვიზიაზე 1961 წელს შედგა და მას შემდეგ ყველა კონკურსზე მონაწილებდა.

ესპანეთი ანგარიშზე ევროვიზიის სიმღერის კონკურსზე 2 გამარჯვებას ითვლის: 1968 წელს მასიელი სიმღერით La, La, La და მომდევნო წელს ქვეყანას გამარჯვება სალომემ მოუტანა სიმღერით Vivo Cantando. ესპანეთი პირველი ქვეყანა იყო, რომელმაც გამარჯვება ზედიზედ ორჯერ მოიპოვა.

გასულ წელს კი, თელ-ავივში ესპანეთი მიკიმ წარადგინა სიმღერით La Venda.

თქვენ რას ფიქრობთ ესპანეთის შანსებზე 2020 წლის ევროვიზიის სიმღერის კონკურსზე როტერდამში?

უპასუხე