ევროვიზიის სიახლეები
მონაწილეები

Hooverphonic – ბელგიის წარმომადგენელი 2020 წლის ევროვიზიაზე

ფოტო: Zeb Daemen

ბელგიის საზოგადოებრივ მაუწყებელს ხვდა წილად გამოეცხადებინა 2020 წლის ევროვიზიის სიმღერის კონკურსის პირველი მონაწილე. ბელგიელების არჩევანი შეჩერდა ჯგუფ Hooverphonic-ზე. საკონკურსო სიმღერაზე მუშაობა კი ამ დრომდე გრძელდება.

სიმღერა, რომელიც ინგლისურ ენაზე იქნება 2020 წლის დასაწყისში გამოქვეყნდება.

Hooverphonic-ის შესახებ

25 წლიანი მოღვაწეობის მანძილზე ბენდმა მსმენელს თავი დაამახსოვრა ტრიპ-ჰოპისა და პოპის ჟანრით. დაარსების პირველივე დღიდან ალექს კალიერი (პროდიუსერი/კომპოზიტორი) და რაიმონდ გირტსი (გიტარისტი) მრავალ მუსიკოსთან თანამშრომლობენ, ხოლო 2018 წლიდან კი ბენდს შეუერთდა ლუკა კრუისბერგი, რომელმაც 2017 წელს გაიმარჯვა The Voice of Flanders-ში სადაც მისი მწრთვნელი ალექსი იყო.

ბელგიური ბენდი თავის ქვეყანას ან პირველ ნახევარ ფინალში (12 მაისს) ან მეორე ნახევარ ფინალში (14 მაისს) წარადგენს, იმ იმედით, რომ 2020 წლის ევროვიზიის სიმღერის კონკურისის ფინალის საგზურს მოიპოვებენ, რომელიც როტერდამში 16 მაისს გაიმართება.

1 კომენტარი

  1. რატომღაც მგონია რომ ძალიან წარმატებულები იქნებიან. ვიცი, რომ სიმღერაც არაა ჯერ მზად, მაგრამ გული მიგრძნობს.

უპასუხე