ევროვიზიის სიახლეები
საბავშვო ევროვიზია

We Need A Love – საქართველოს საკონკურსო სიმღერა საბავშვო ევროვიზიაზე

წყარო: 1tv.ge

გიორგი როსტიაშვილი, რომელმაც მუსიკალურ შოუ “რანინა”-ში გამარჯვების შედეგად 2019 წლის საბავშვო ევროვიზიის საგზური მოიპოვა, ჩვენს ქვეყანას კომპოზიტორ დავით ევგენიძის შექმნილი სიმღერით „გვინდა, გვიყვარდეს“ (We need a love) წარადგენს.

2019 წლის საბავშვო ევროვიზიის ქართველი კონკურსანტის  კლიპის გადაღებები, რომლის რეჟისორიც ზაზა ორაშვილი გახლავთ, საქართველოს პირველი არხის სტუდიაში გუშინ, 25 სექტემბერს დაიწყო..

 

საბავშვო ევროვიზიის კონკურსი 24 ნოემბერს გაიმართება გლივიცე-სალესიაში (პოლონეთი).

უპასუხე