ევროვიზიის სიახლეები
ორგანიზაცია

ერთმანეთს როტერდამში შევხვდებით!

eurovision.tv

რიგით 65ე ევროვიზიის სიმღერის კონკურსს როტერდამი უმასპინძლებს, რომელიც 2020 წლის 12, 14 და 16 მაისს გაიმართება.

ფინალურ ეტაპზე სამხრეთ ჰოლანდიურ როტერდამს კონკურენციას მაასტრიხტი უწევდა.

eurovision.tv

 

თავის მიმართვაში, ევროვიზიის აღმასრულებელმა სუპერვაიზორმა იონ ულა სანდმა განაცხადა, რომ არჩევანის გაკეთება საკმაოდ რთული იყო ამ ორ ქალაქს შორის, მაგრამ როტერდამმა დაამტკიცა, რომ სწორედაც რომ ის არის ღირსი უმასპინძლოს ევროპის ყველა დიდი სიმღერის კონკურსს, რომელიც მომავალ წელს 65-ჯერ გაიმართება.

eurovision.tv

ასევე ცნობილი გახდა, რომ ევროვიზიის სიმღერის კონკურსს Rotterdam Ahoy უმასპინლებს, რომელიც 1970 წელს აშენდა და დიზაინი შექმნილია როტერდამის პორტის გავლენით.

შეგახსენებთ, რომ 2019 წლის ევროვიზიის სიმღერის კონკურსზე გამარჯვება ნიდერლანდების წარმომადგენელმა დუნკან ლოურენსმა მოიპოვა სიმღერით “Arcade”, და სწორედაც, რომ ამ ტრიუმფის გამო 2020 წელს ამ უდიდეს სიმღერის კონკურსს ნიდერლანდების სამეფო უმასპინძლებს.

უპასუხე