ევროვიზიის სიახლეები
საბავშვო ევროვიზია

2019 წლის საბავშვო ევროვიზიის წამყვანების ვინაობა ცნობილია

junioreurovision.tv

პოლონეთის მაუწყებელმა TVP უკვე გამოავლინა 2019 წლის საბავშვო ევროვიზიის სიმღერის კონკურსის წამყვანებისს ვინაობა. ევროპის ყველაზე პოპულარულ საბავშვო კონკურს უმასპინძლებენ: როქსანა ვენგიელი, იდა ნოვაკოვსკა-ჰერნდონი და ოლეკ სიკორა.

წამყვანების შესახებ ინფორმაცია საჯარო TVP-ს მიერ გამართულ პრესკონფერენციაზე გახდა, რომელიც 22 გვისტოს გაიმართა. პოლონურმა მაუწყებელმა ასევე გამოაქვეყნა საშემოდგომო განრიგი და გეგმები, რომელიც 2019 წლის საბავშვო ევროვიზიის სიმღერის კონკურსს შეეხება.

 

ვინ არიან საბავშვო ევროვიზიის წამყვანები

როქსანა ვენგიელი 2018 წლის საბავშვო ევროვიიზის სიმღერის კონკურსის გამარჯვებული.

იდა ნოვაკოვსკა-ჰერნდონი – მოცეკვავე, მსახუობი და წამყვანი

ალეკსანდერ სიკორა – ტელეწამყვანი

2019 წლის საბავშვო ევროვიზიის კონკურსი გლივიცე-სალეზიაში

გლივიცე ზემო სილეზიის მეტროპოლიის უკიდურესი სამხრეთის ქალაქია, რომლის მოსახლეობაც 1.9 მილიონ ადამიანს შეადგენს და ამ რეგიონის სიდიდით მესამე ქალაქია (კატოვიცესა და სოსნოვიეცის შემდეგ).

გლივიცეს სიახლოვეს ორი დიდი აეროპორტი მდებარეობს: კატოვიცე პიჟოვიცესა და კრაკოვის ბალიცეს აეროპორტები. ქალაქს უამრავი ავტობუსი აკავშირებს ასევე ჩეხეთთან, ავსტრიასთან, გერმანიასთან, ნიდერლანდებთან, შვეიცარიასთან, უკრაინასა და ბელარუსთან.

შეგახსენებთ, რომ როკსანა ვენგიელმა 215 ქულით პოლონეთს გამარჯვება მინსკში (ბელარუსი) გამართულ 2018 წლის საბავშვო ევროვიზიის სიმღერის კონკურსზე მოუტანა სიმღერით Anyone I want to be.

უპასუხე