ევროვიზიის სიახლეები
საბავშვო ევროვიზია

გიორგი როსტიაშვილი – საქართველოს იმედი საბავშვო ევროვიზიაზე

საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელი

საქართველოს საზოგადოებრივმა მაუწყებელმა უკვე შეარჩია გიორგი როსტიაშვილი საქართველოს წარმომადგენლად 2019 წლის საბავშვო ევროვიზიის სიმღერის კონკურსზე, რომელიც 24 ნოემბერს გლივიცე-სილეზიაში (პოლონეთი) გაიმართება.

გიორგი 2006 წლის 18 აგვისტოს დაიბადა. 8 წლის ასაკში უკვე გახდა საუკეთესო სოლისტი და გაიმარჯვა მოზარდთა და ბავშვთა საგუნდო კონკურსზე. სოლისტობასთან ერთდ გიორგი ფორტეპიანოზე დაკვრასაც ეუფლება.

2019 წელს კი საბავშვო კონკურს “რანინა”-ში გამარჯვების შედეგაგ უფლება მოიპოვა წარადგინოს საქართვლო საბავშვო ევროვიზიის სიმღერის კონკურსზე.

1tv.ge

საქართველოს დებიუტი 2007 წელს შედგა როტერდამში (ნიდერლანდები) და მას შემდეგ ყველა კონკურსში მიიღო მონაწილეობა. საქართველოს ანგარიშზე გამარჯვებათა რეკორდული რაოდენობაა. ჩვენმა ქვეყანამა საბავშვო სიმღერის კონკურსზე სამჯერ გაიმარჯვა: 2008, 2011 და 2016 წელს. დანარჩენი ათი გამოსვლიდან 9-ჯერ კი ყოველთვის ტოპ ათეულში იყო.

2017 წელს კი საბავშვო ევროვიზიის კონკურსს თბილისმა უმასპინძლა.

2018 წელს საქართველო თამარ ედილაშვილმა წარადგინა სიმღერით Your Voice და 144 ქულით მერვე ადგილი დაიკავა.

თუ რომელი სიმღერით წარადგენს საქართველოს გიორგი როსტიაშვილი მოგვიანებით გახდება ცნობილი.

უპასუხე