ევროვიზიის სიახლეები
საბავშვო ევროვიზია

ზაზარაშვილმა შესაძლოა უკრაინა საბავშვო ევროვიზიაზე წარადგინოს

UA:PBC-მ სულ ცოტა ხნის წინ ატვირთა იმ ფინალისტების სია, რომლებიც საბავშვო ევროვიზიაზე უკრაინის წარსადგენად იბრძოლებენ. მათ შორის არის “უკრაინის ხმის” ქართველი გამარჯვებული ალექსანდრე ზაზარაშვილიც.

გასული წლის მსგავსად გამარჯვებული სიმღერა დახურული კონკურსით შერჩევა, რომელიც უკრაინას 2019 წლის საბავშვო ევროვიზიის სიმღერის კონკურსზე წარადგენს.

ჟიურის შემადგენლობა კი ასეთია: ალექსანდრე კოლცოვი, ევროვიაზია 2010-ზე უკრაინის წარმომადგენელი ალიოშა, მომღერლები და კომპოზიტორები ადამი და ტანია შა, უკრაინის დელეგაციის ხელმძღვანელი ევროვიზიაზე ოქსანა სკიბინსკა და UA:PBC-ის გასართობ გადაცემათა ხელმძღვანელი სტანისლავ მედვედევი.

ხოლო კონკურსისი ფინალისტებია:

2018 წლის საბავშვო ევროვიზიაზე უკრაინის წარმომადგენლის ვინაობა რამოდენიმე დღეში გაირკვევა, რომელიც ქვეყანას გლივიცე-სალესიაში (პოლონეთში) 24 ნოემბერს წარადგენს.

შეგახსენებთ, რომ ალექსანდრე ზაზარაშვილი საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის მუსიკალური პროექტ “რანინას” მონაწილე და უკრაინული მეგაშოუ „Голос Kраїни“ (The Voice Kids)-ის მეხუთე სეზონის გამარჯვებულია.

 

უპასუხე