ჯგუფ “შინის” სოლისტი მამუკა ღაღანიძე გარდაიცვალა

2014 წლის ევროვიზიის სიმღერის კონკურსზე საქართველოს წარმომადგენელ ჯგუფ „შინის“ პერკუსიონისტი და ვოკალისტი მამუკა ღაღანიძე გარდაიცვალა. მუსიკოსის სიცოცხლე მელანომამ მოულოდნელად იმსხვერპლა. უბედური შემთხვევა გერმანიაში მოხდა.
მუსიკოსის გარდაცვალების შესახებ „ფეისბუქზე“ მისი მეუღლე მარინა სალუქვაძე წერს: „მამუკა ღაღანიძე აღარ გვყავს…“
“არ ვიცი… მამუკას გარდაცვალება უდიდესი ტკივილია. არაჩვეულებრივი მუსიკოსი, შემსრულებელი, გამორჩეული იმპროვიზატორი. ვუთანაგრძნობ მის ოჯახს და ჯგუფს “შინ” – წერს ეთნოჯაზბენდ „ირიაოს“ წევრი მიშო ჯავახიშვილი.
ჯგუფმა „შინ“ და მარიკომ საქართველო 2014 წელს წარადგინეს ევროვიზიაზე სიმღერით „Three Minutes to Earth”, რომელიც კონკურს მეორე ნახევარ ფინალურ ეტაპზე გამოეთიშა.