ევროვიზიის სიახლეები
საბავშვო ევროვიზია

ესპანეთს საბავშვო ევროვიზიის სიმღერის კონკურსზე მელანი გარსია წარადგენს

ფოტო: RTVE

ესპანურმა მაუწყებელმა RTVE-მ 12 წლის მელანი გარსია დაასახელა, როგორც ქვეყნის წარმომადგენელი საბავშვო ევროვიზიის კონკურსზე. მელანის ამის შესახებ პირდაპირ ეთერში შეატყობინეს გადაცემა “A parti de hoy’-ში. პატარა მომღერალი სიხარულის ცრემლებს ვერ იკავებდა მას შემდეგ რაც გაიგო რომ 13 წლის შემდეგ ის იქნებოდა ესპანეთის პირველი წარმომადგენელი საბავშვო ევროვიზიაზე!

მელანი ქალაქ ლა ელიანა ინ ვალენსიაში დაიბადა 2007 წელს. მუსიკალური კარიერა 8 წლის ასაკში დაიწყო, როდესაც ის ადგილობრივი გუნდში მღეროდა და მასწავლებელმა მას მოცარტის ოპერა „Due pupille amabili“ ასწავლა.

 

არგენტინული წარმოშობის მელანის სიმღერის გარდა, ასევე მოსწონს რითმული გიმნასტიკა, თანამედროვე ცეკვა და ასევე მიღებული აქვს რამოდენიმე სპორტული ჯილდო.

მისი პირველი სიმღერა Vivo Por Ella 2018 წლის 29 ივნისს გამოვიდა და ის იყო წარმოადგენს არანჟირებულ ვერსიას ლეგენდარული ანდრეა ბოჩელის სიმღერის, რომელიც მართა სანჩესმა 1997 წელს იმღერა.

 

მელანი გარსიამ ასევე იმღერა ცნობილ გუნდში We Love Queen, სადაც ფრედი მერკურისა და მონსერატ კაბალიეს შედევრი „Barcelona” იმღერა.

წელს კი გამოვიდა მელანის პირველი სინგლი O Sole Mío. ეს კარგად ცნობილი ნეაპოლური სიმღერა მრავალმა შემსრულებელმა იღერა, მათ შორის ლუჩიანო პავაროტიმ, პლასიდო დომინგომ და ალფრედო კრაუსმა.

უპასუხე