ევროვიზიის სიახლეები
მონაწილეებიშესარჩევი

საქართველო ევროვიზიაზე წარმომადგენელს “საქართველოს ვარსკვლავის” მეშვეობით შეარჩევს

1tv.ge

საქართველომ “ევროვიზიის სიმღერის კონკურსის” შიდა შესარჩევ კონკურსად „საქართველოს ვარსკვლავი“ პირველად 2019 წელს გამოიყენა, რომლის გამარჯვებულიც ოთო ნემსაძე გახდა თელ-ავივის საგზურიც მოიპოვა.

მიუხედავად იმისა, რომ საქართველო 2019 წლის სიმღერის კონკურსის ფინალში ვერ მოხვდა, „საქართველოს ვარსკვლავმა“ ქვეყანაში საკმაოდ დიდი გამოხმაურება მოიპოვა და ენთუზიაზმიც საკმაოდ მაღალი იყო.

საქართველოს საზოგადოებრივმა მაუწყებელმა ოფიციალურად დაადასტურა „საქართველოს ვარსკვლავის“ ფორმატის გამოყენება 2020 წლის ევროვიზიის სიმღერის კონკურსის წარმომადგენლის შესარჩევად, რომლის გამარჯვებულიც ჩვენს ქვეყანას ნიდერლანდების სამეფოში წარადგენს ევროვიზიაზე.

„საქართველოს ვარსკვლავში“ მონაწილების მისაღებად საჭირო აპლიკაციის ფორმა იხილეთ აქ.

უპასუხე