ევროვიზიის სიახლეები
ცხოვრება ევროვიზიის შემდეგ

სელინ დიონის ახალი ჰიტი “Flying On My Own”

1988 წლის ევროვიზიის სიმღერის კონკურსის შვეიცარიის წარმომადგენლის და გამარჯვებულის სელინ დიონის (Céline Dion) ახალი სიმღერა “Flying On My Own” სულ რაღაც რამოდენიმე დღის წინ გამოვიდა.

სელინი ახალ ალბომს 2019 წლის ნოემბერში გამოუშვებს სახელწოდებით “Courage”, ხოლო 2019-2020 წლებში უკვე დაგეგმილი აქვს მსოფლიო ტურნე “Courage World Tour“.

წარმოშობით კანადელმა სელინ დიონმა, 1988 წელს, დუბლინში რიგით 33-ე ევროვიზიის სიმღერის კონკურსში მონაწილეობა შვეიცარიის სახელით მიიღო სიმღერით “Ne partez pas sans mo” და 137 ქულით კონკურსის გამარჯვებული გახდა. მეორე ადგილზე კი დიდი ბრიტანეთის წარმომადგენელი გავიდა, რომელიც სელინ დიონს მხოლოდ ერთი ქულით ჩამორჩა.

უპასუხე