ევროვიზიის სიახლეები
ორგანიზაცია

კოსოვო კვლავ ევროვიზიის მიღმა დარჩა

ფოტო: EBU

ნორვეგიის დედაქალაქ ოსლოში მიმდინარე „ევროპის მაუწყებელთა კავშირი (EBU)“-ს 82-ე ასამბლეის განხილვის ერთ-ერთი თემა იყო გაერთიანების წევრობის წესის ცვლილება, კერძოდ, იმ მოთხოვნის გაუქმება, რომელიც მაუწყებლისგან მოითხოვს „საერთაშორისო ტელეკომუნიკაციის კავშირის (International Telecomunication Union)“ წევრობას, რათა გახდეს “EBU”-ს წევრი. ეს ცვლილება, განსაკუთრებით დაეხმარებოდა კოსოვოს მაუწყებელს RTK (Radio Televizioni i Kosovës / Радио Телевизија Косова) გამხდარიყო „ევროპის მაუწყებელთა კავშირის“ სრული წევრი, რომელიც თავის მხრივ უფლებას მისცემდათ 2020 წლის ევროვიზიის სიმღერის კონკურსში მიეღოთ მონაწილეობა, რომელიც ნიდერლანდებში გაიმართება.

კენჭისყრა

ხმის მიცემის დაწყებამდე, რამოდენიმე ქვეყანამ, მათ შორის სერბეთმა, საბერძნეთმა, კვიპროსმა და ესპანეთმა მოითხოვეს კენჭისყრის დახურულ რეჟიმში გამართვა. ასამბლეამ მოთხოვნა დააკმაყოფილა და მხოლოდ კენჭიყრის საერთო შედეგები გამოცხადდა: 400 დელეგატმა მხარი დაუჭირა ცვლილების მოთხოვნას, 673 წინააღმდეგი წავიდა, ხოლო 113 თავი შეიკავა. შესაბამისად ცვლილებები წესებში არ განხორციელდა.

ფოტო: Stijn Smulders

რას ნიშნავს ეს შედეგი?

ეს ნიშნავს „ევროპის მაუწყებელთა კავშირის“ წევრობისათვის ისევ ძალაში რჩება მთავარი მოთხოვნა, რომ აუცილებელია, როგორც „საერთაშორისო ტელეკომუნიკაციის კავშირის“ წევრობა ასევე „გაერთიანებული ერების ორგანიზაციის“ წევრობაც. შესაბამისად ამ ეტაპზე კოსოვო არც გაერო-ს წევრია და არც კომუნიკაციის კავშირის, შესამისად ვერ გახდება „EBU”-ს წევრი და 2020 წლის „ევროვიზიის სიმღერის კონკურსზეც“ ვერ მიიღებს მონაწილეობას.

უპასუხე