ევროვიზიის სიახლეები
ცხოვრება ევროვიზიის შემდეგ

მიკი ნუნიესის ახალი სიმღერა “Celébrate”

2019 წლის ევროვიზიის სიმღერის კონკურსის ესპანელმა წარმომადგენელმა მიკი ნუნიესმა (Miki Núñez) ევროვიზიდან ორ თვეში უკვე ახალი სიმღერა ჩაწერა და კლიპიც წარუდგინა თავის თაყვანისმცემლებს.

მიგელ (მიკი) ნუნიეს პოსო 1996 წლის 6 იანვარს დაიბადა ესპანეთის ქალაქ ტერასაში. ევროვიზიის სიმღერის კონკურსის ესპანურ შესარჩევ შოუზე „Operación Triunfo“ მიკი სამი სიმღერით წარსდგა მაყურებლის წინაშე: “Nadie se salva” (დუეტი ნატალია ლაკუნსასთან ერთად) და ორი სოლო სიმღერით: “El equilibrio” და “La venda“.

სიმღერამ “El equilibrio” ვერ მოახერხა ფინალურ ეტაპზე გადასვლა, ხოლო ფინალურ შოუში, რომელიც 2019 წლის 20 იანვარს გაიმართა, მაყურებელთა მიერ მინიჭებული 34%-ით მიკი გაიმარჯვა სიმღერით “La venda” და ევროვიზიის ოქროს ბილეთიც მოიპოვა.

ევროვიზიის სიმღერის კონკურსის ფინალში კი მიკიმ ნუნიესმა 26 მონაწილეს შორის 21-ე ადგილი დაიკავა 54 ქულით (1 ქულა ჟიურისგან და 53 ქულა მაყურებლისგან).

ფოტო: Thomas Hanses

უპასუხე