ევროვიზიის სიახლეები
ცხოვრება ევროვიზიის შემდეგ

სიმღერა “She Got Me” პლატინის ჯილდოს მფლობელი გახდა

ფოტო: Thomas Hanses

ისტორიაში პირველად, გასულ ხუთშაბათს ციურიხში გაიმართა „Swiss Influencer Award”, სადაც შვეიცარიელი გავლელიანი საახეები ათ კატეგორიაში დაჯილდოვდნენ. ყველაზე გამორჩეული და ბოლო  იყო საერთაშორისო გავლენიანი სახის კატეგორია, რომლის გამარჯვებულიც 2019 წლის ევროვიზიის სიმღერის კონკურსის შვეიცარიელი წარმომადგენელი ლუკა ჰენი (Luca Hänni) გახდა. პრიზთან ერთად მას პლატინის ჯილდოც გადაეცა სიმღერისთვის “She Got Me”. გამარჯვებულები “SIA Expert Circle”-ის მიერ შეირჩა.

ლუკამ შვეიცარიას ყველაზე მაღალი შედეგი მოუტანა თელ-ავივში გამართულ სიმღერის კონკურსზე 1993 წლის შემდეგ. მან უკვე დაიმსახურა „Nickelodeon Kids’ Choice Awards“-ის ორი ჯილდო.

ლუკას ევროვიზიის სიმღერა შვეიცარიულ ჩარტების ტოპ ათეულში შევიდა და მეოთხე ადგილიც დაიკავა, პლატინის ჯილდო კი მისთვის პირველია.

ლუკა ჰენის პირველი სიმღერა იყო “Don’t Think about Me” და სადებიუტო ალბომი კი “My Name Is Luca”, რომლითაც 2012 წელს ოქროს ჯილდო მიიღო. შესაბამისად, ევროვიზიის სიმღერა “She Got Me” მისთვის ყველაზე წარმატებული აღმოჩნდა და უმაღლესი ჯილდოც დაიმსახურა.

უპასუხე