საბავშვო ევროვიზიის სიმღერის კონკურსი 16 წლისაა

მიუხედავად იმისა,რომ საბავშვო ევროვიზიის კონკურსი მხოლოდ 16 წლისაა, უკვე საკმაოდ ბევრი საინტერესო ფაქტი და მოვლენა უკავშირდება საბავშვო ფესტივალს. რამოდენიმე მათგანს კი თქვენ გაგიზიარებთ:
- პირველად საბავშვო ევროვიზია 2003 წელს ჩატარდა კოპენჰაგენში (დანია).
- 2018 წლის საბავშვო ევროვიზიის სიმღერის კონკურსის გამარჯვებული პოლონეთი გახდა.
- გამარჯვებების რეკორდული რაოდენობა საქართველოს ეკუთვნის. ჩვენმა ქვეყანამ გამარჯვება სამჯერ მოიპოვა 2008, 2011 და 2016 წლებში.
- ბელარუსმა, რუსეთმა და მალტამ ორჯერ გაიმარჯვეს საბავშვო ევროვიზიის კონკურსზე.
- მონაწილეების მაქსიმალური რაოდენობა 2018 წელს იყო. კონკურსში 20 ქვეყანა მონაწილეობდა.
- სომხეთს ყველაზე წარმატებული ქვეყნის რეკორდი აქვს. ის 7-ჯერ იყო ტოპ სამეულში და არასდროს ყოფილა ათეულის გარეთ.
- ზოგიერთი მონაწილემ საბავშვო ევროვიზიის შემდეგ ევროვიზიის სიმღერის კონკურსზე წარადგინა საკუთარი ქვეყანა. მათ შორის არიან დები ტოლმაჩევები (რუსეთი 2006 და 2014) და OG3NE (ნიდერლანდები 2007 და 2017).
- ნიდერლანდებმა, უკრაინამ, მალტამ და ბელარუსმა უკვე 2-ჯერ უმასპინძლეს საბავშვო ევროვიზიის სიმღერის კონკურსს.
- 2017 წლის საბავშვო ევროვიზიის სიმღერის კონკურსს თბილისმა უმასპინძლა.