ევროვიზიის სიახლეები
საბავშვო ევროვიზია

ესპანეთი საბავშვო ევროვიზიას უბრუნდება

13 წლიანი შუალედის შემდეგ ესპანეთი საბავშვო ევროვიზიის სიმღერის კონკურსზე ბრუნდება! ამის შესახებ ესპანურმა მაუწყებელმა RTVE-მ ოფიციალური Twitter-ის გვერდზე განაცხადა.

რა გზით შეარჩევს ესპანეთი თავის წარმომადგენელსა და სიმღერას ჯერ-ჯერობით უცნობია.

ესპანეთი პირველად სერხიომ წარადგინა სიმღერით “Desde el cielo” 2003 წელს და მეორე ადგილი დაიკავა. ზუსტად ერთი წლის შემდეგ კი მარია იზაბელმა სიმღერით “Antes muerta que Sencilla” ქვეყანას გამარჯვება მოუტანა 171 ქულით, ხოლო 2005 წელს მესამე ადგილი დაიკავა ანტონიო ხოსემ სიმღერით “Te traigo flores”. შემდეგ წელს დანი ფერნანდესმა გაამყარა ესპანური რეკორდი და მეოთხე ადგილი დაიკავა სიღერით “Te doy mi voz”.

2019 წლის საბავშვო ევროვიზიის სიღერის კონკურში მონაწილეობა ამ ეტაპზე 16 ქვეყანამ დაადასტურა:

  • ავსტრალია
  • ალბანეთი
  • ესპანეთი
  • ირლანდია
  • ჩრდილოეთ მაკედონია
  • მალტა
  • ნიდერლანდები
  • პოლონეთი
  • პორტუგალია
  • რუსეთი
  • საფრანგეთი
  • საქართველო
  • სერბეთი
  • სომხეთი
  • უელსი
  • ყაზახეთი

საქართველოს ევროვიზიის სიმღერის კონკურსზე, 2019 წლის “რანინას” გამარჯვებული გიორგი როსტიაშვილი წარადგენს.

საბავშვო ევროვიზია 24 ნოემბერს გლივიცე-სალესიაში (პოლონეთი)გაიმართება. ახალგაზრდა არტისტებს მთელი ევროპიდან გლივიცე არენა უმასპინძლებს, რომელიც 14 ათას მაყურებელზეა გათვლილი. პოლონეთმა კონკურსის მასპინძლობის უფლება შარშან მინსკში გამართულ საბავშვო კონკურსზე, როქსანა ვენგელის (Roksana Węgiel) გამარჯვების შედეგად მოიპოვა.

უპასუხე