ნინა კვლავ ბრძოლის ველზეა

საქართველოსა და რუსეთს შორის განვითარებულ მოვლენებს სპეციალურ პოსტს უძღვნის 2015 წლის ევროვიზიის სიმღერის კონკურსის ქართველი ფინალსტი ნინა სუბლატი.
დღეს, ისევე როგორც 4 წლის წინ, ნინა მთელი სიმამაცით დგას თავისი სამშობლოს გვერდით და სწორედაც, რომ ამართლებს იმ გზავნილს, რომელიც 2015 წელს გააჟღერა თავისი სიმღერით “Warrior”.
“თითქმის ოთხი წლის წინ, გადავწყვიტე, რომ გამომეყენებინა ყველა დროის უდიდესი პლატფორმა და გამეჟღერებინა მესიჯი ჩემი უმშვენიერესი ქვეყნის ოკუპაციის შესახებ. მაშინ ევროვიზიის მთავარი გზავნილიც სწორედაც ხიდების, კავშირების შენება (Bulding Bridges) იყო.
და მაშინ, როდესაც Warrior იქმნებოდა, ჩემთვის ვფიქრობდი: ჩვენ ქართველებმა, როგორ უნდა შევძლოთ ხიდების აშენება დანარჩენ სამყაროსთან, მაშინ როდესაც ჩვენი მეზობელი რუსეთი მათ წვავს. ისინი არ წვავენ მხოლოდ ხიდებს, არამედ გვწვავენ ჩვენც ცოცხლად.”
“მაშინ ყველა მეუბნებოდა, რომ ეს კონკურსი “ცდილობდა” ყოფილიყო აპოლიტიკური და ჩემი “Warrior” ნამდვილად არ იყო სიმღერა ცისარტყელებსა და პეპლებზე, მაგრამ მე ვთქვი: ეგ ნამდვილად არ მადარდებს (ორიგ. I don’t give a f*ck)., რადგან ამის გამო ჩემს ქვეყანაში ქაოსი და ტერორია. მაშინ, როდესაც ჩვენ დებსა და ძმებს მუდმივად იტაცებენ, ამცირებენ, მაშინ, როდესაც ფერფლითაა ჩვენი ზეცა დაფარული, როგორ დავინახო მასზე ცისარტყელა და სიმღერა მივუძღვნა.”
“ მახსოვს ერთ დღეს, პრეს-კონფერენციაზე, როდესაც რუსები ჩემს გვერდით ისხდნენ, მე მათ მთელი სიამაყით ვუწოდე ოკუპანტები და ვთქვი, რომ ამ ჩემ ლამაზ სიმღერას მათ ვუძღვნიდი (მიუხედავად იმისა, რომ ამასაც კი არ იმსახურებდნენ) და როგორ შეეძლოთ მათ ემღერათ სიმღერა სიყვარულზე, იმ მკვლელობების ფონზე რასაც ისინი საქართველოში სჩადიან. დიახ, მე მაშინ ვთქვი, რომ ჩემი სიმღერა მთლიანად პოლიტიკური იყო და შენი აფორიაქებაც შეეძლო, რადგან ის ხმამაღალი იყო, დრამატულიც და კონტექსტიდან ამოვარდნილიც, მაგრამ მე შემეძლო დამენახებინა მთელი მსოფლიოსათვის ის რაც საქართველოში ხდება, გამეგონებინა მათთვის ჩემი ხმა და მეჩვენებინა ჩვენი რკინის ცრემლები. დავარწმუნე, რომ გვნახავდნენ შტორმში და აგრეთვე გვიხილავდნენ ლაღად ფრთა გაშლილებს, მაშინ როდესაც მთელი არენა ჩვენ დაგვიკრავს ტაშს.”
“ოთხი წლის შემდეგ მე ისევ ქართველი ვარ და ჩემი ქვეყნის 20%-ზე მეტი ისევ ოკუპირებულია რუსეთის მიერ! მე ვუთხარი: არა! არა! არა! ჩვენ მტერს ოთხი წლის წინ და იგივეს ვიმეორებ ახლა – ჩვენ ვართ მებრძოლები, ჩვენ ვიყავით საფრთხის ქვეშ უკვე იმდენი ხანი, რომ თქვენი პოლიტიკა არამგონია გვაღელვებდეს!” – წერს ნინა.