ევროვიზიის სიახლეები
ფანები

Eurovision Live Concert – პორტუგალიური დღესასწაული

უკვე 11 წელია, რაც “Eurovision Live Concert” აერთიანებს ყველას და ყველაფერს, რაც ევროვიზიასთან არის დაკავშირებული და წელს ეს დღესასწაული დაასრულებს 2019 წლის ევროვიზიის ღონისძიებათა ციკლს.

კონცერტი ყოველწლიურად, 2008 წლიდან იმართება და მას სეთუბალი (პორტუგალია) მასპინძლობს.

წლევანდელი “Eurovision Live Concert” 31 აგვისტოს გაიმართება Auditório José Afonso-ზე.

ბილეთების გაყიდვა მალე დაიწყება და თუ რამე ცვლილება არ მოხდა, ფასი 15 ევროდან 185 ევრომდე იქნება.

2019 წლის ევროვიზიის მონაწილეებიდან, ოფიციალურად ჯერ მხოლოდ ჩინგიზმა (აზერბაიჯანი) და ელიოტმა (ბელგია) დაადასტურეს მონაწილეობა.

დამატებითი დეტალები და მათ შორის მონაწილე არტისტების ვინაობა სულ მალე გაირკვევა.

უპასუხე