ევროვიზიის სიახლეები
ცხოვრება ევროვიზიის შემდეგ

მაჰმუდმა ესპანური ოქროს დისკი მოიპოვა

ფოტო: Andres Putting

გაყიდვების მიხედვით, მაჰმუდმა ესპანური ოქროს დისკი მოიპოვა!

შვეიცარიაში მიღებული პლატინიუმის დისკისა და ევროპულ კლასიფიკაციების ტოპ ადგილებზე ყოფნის შემდეგ, ესპანური ჯილდო კიდევ ერთი წარმატებაა 2019 წლის ევროვიზიის იტალიელი მონაწილისათვის.

მაჰმუდის წარმატება კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს ევროვიზიის სიმღერის კონკურსის, როგორც ყველაზე დიდი ტრამპლინის არსებობას ევროპულ და მსოფლიო შოუ ბიზნესში.

ამ ბოლო დროს, გრატოსოლიელი მომღერალი უამრავი მუსიკალური შოუსა თუ გადაცემის სტუმარია ევროპის მასშტაბით, თუმცა დღეს კიდევ ერთი მიზეზი აქვს დღესასწაულისთვის.

ევროვიზიის სიმღერის კონკურსამდე გამოქვეყნდა „Soldi“-ის ვერსია ესპანელი მსმენელისათვის, სადაც რამოდენიმე ნაწილს ესპანურად რეპერი მაიქელ დელაკალე (Maikel Delacalle) ასრულებს.

1 კომენტარი

  1. ვგიჟდები მაჰმუდზე <3 ჩემი ბიჭი <3

უპასუხე