ევროვიზიის სიახლეები
შედეგები

ევროვიზია 2019 – ნიდერლანდების ტრიუმფი!

Thomas Hanses (EBU) nuotr.

დღევანდელ ფინალურ შოუზე, რომელშიც 26 ქვეყნის წარმომადგენელი მონაწილებოდა, 44 წლის შემდეგ კონკურსის გამარჯვებული ნიდერლანდების სამეფოს წარმომადგენელი გახდა.

ჯამში 492 ქულით დუნკან ლაურენსი სიმღერით “Arcade” კონკურსის გამარჯვებული გახდა. მან 37 ქულით გადაუსწრო იტალიის წარმომადგენელს, რომელიც შესაბამისად მეორე ადგილზე გავიდა. ხოლო მესამე ადგილი რუსეთის წარმომადგენელ სერგეი ლაზარევს ერგო.

თუ თვალს გადაავლებთ ქულებს დეტალურად, აღმოაჩენთ, რომ პროფესიონალი ჟიურის მიერ მინიჭებული ქულების მიხედვით გამარჯვებული გახდა ჩრდილოეთ მაკედონიის წარმომადგენელი, ხოლო მაყურებელთა მინიჭებული ქულებით ნორვეგია. თუმცა, ქულების დაჯამების შედეგად გამარჯვება წილად ხვდა ნიდერლანდებს და კონკურსის ტრიუმფატორიც დუნკან ლაურენსი გახდა.

ორმა ქვეყანამ, ჩრდ. მაკედონიამ და სან-მარინომ კი საკუთარი რეკორდი მოხსნა და მონაწილეობის ისტორიაში ყველაზე მაღალი ადგილი მოიპოვა. ასევე, საინტერესო ფაქტია რომ თამარა ტოდევსკა და სერჰატი ევროვიზიაზე მეორედ მონაწილეობდნენ.

ფინალის საერთო შედეგები:

გამარჯვებულის შესრულება:

26 ფინალისტთან ერთად, შოუში მონაწილებოდა გასული წლის გამარჯვებულები და მონაწილეები და ასევე მაყურებლის წინაშე წარსდგა პოპ მუსიკის დედოფალი – მადონა.

უპასუხე