ევროვიზიის სიახლეები
ორგანიზაცია

ევროვიზია 2020 – მასპინძელი ქალაქი

Andres Putting (EBU) nuotr.

რომელი ქალაქი უმასპინძლებს 2020 წლის ევროვიზიის სიმღერის კონკურს?

ნიდერლანდების სამეფოს 9 ქალაქმა უკვე ოფიციალურად გამოხატა სურვილი ევროვიზიის მასპინძლობისათვის. რამოდენიმე დღის წინ ამ ქალაქებმა უკვე მიიღეს კრიტერიუმების სია, რომლის დაკმაყოფილებაც მოუწევთ.

მათ შორისაა არენა, ადგილების რაოდენობა, სასტუმროების რაოდენობა სტუმრებისათვის, ინფრასტრუქტურა და ტექნიკური შესაძლებლობები.

ქალაქების/რეგიონების ჩამონათვალი, რომლებმაც მასპინძლობის სურვილი უკვე ოფიციალურად გამოხატეს:

📌 ამსტერდამი
📌 როტერდამი
📌 არნემი
📌 მაასტრიხტი/ლიმბურგი
📌 უტრეხტი
📌 ჰააგა
📌 ჰერტოგენბოსი
📌 ბრედა
📌 ლეუვარდენი/ფრისლანდი

ნიდერლანდებმა ევროვიზიის სიმღერის კონკურსს 4-ჯერ უმასპინძლა: 1958 წელს ჰილვერსუმში; 1970 წელს ამსტერდამში, ხოლო 1976 და 1980 წლებში – ჰააგაში.

ჰოლანდიური მაუწყებლების (AVROTROS, NOS, NPO Start) და ევროპის მაუწყებელთა კავშირის (European Broadcasting Union – EBU) ერთობლივი გადაწყვეტილების შედეგად გამარჯვებული ქალაქი აგვისტოში გამოვლინდება, ხოლო კონკურსის ჩატარების თარიღები ჯერ კიდევ უცნობია.

უპასუხე