ევროვიზიის სიახლეები
ორგანიზაცია

ანდრე რიო მხარს მაასტრიხტს უჭერს

მასპინძელი ქალაქის გამოსავლენამდე ერთ თვეზე ცოტა მეტი რჩება და ქალაქებს შორის კონკურენციაც იმატებს. თითოეული კანდიდატი ქალაქი ცდილობს ერთმანეთს შეეჯიბროს და რაც შეიძლება მეტი ლობისტი მოძებნოს. მაასტრიხტმა უკვე საკმაოდ ძლიერი კამპანია დაიწყო 2020 წლის ევროვიზიის სიმღერის კონკურსის მასპინძლობის უფლების მოსაპოვებლად.

ცნობილი ჰოლაინდიელი მუსიკოსი, მევიოლინე, დირიჟორი და “იოჰან შტრაუსის ორკესტრის” დამფუძნებელი ანდრე რიო (ჰოლ. André Rieu) ლობირებას თავის მშობლიურ ქალაქ მაასტრიხტს უწევს. რიომ სპეციალური ვიდეო მიმართვა გაავრცელა, სადაც ის თავის ორკესტრთან ერთად ევროვიზიის ოფიციალურ ჰიმნს მარკ-ანტუან შარპენტიეს Te Deum-ს უკრავს (ქართ. “შენ ღმერთს გაქებთ“) და ამბობს:

“გელოდებით ყველას ჩემს მშობლიურ ქალაქ მაასტრიხტში!”

უპასუხე