ევროვიზიის სიახლეები
ფანები

ბარბარა დექსის ჯილდო კონან ოზირიშმა მოიპოვა

ვინ იყო ყველაზე უგემოვნოდ ჩაცმული არტისტი თელ-ავივში?

ტრადიციისამებრ, 1997 წლიდან, ევროვიზიის სიმღერის კონკურსის დასრულების შემდეგ იწყება ხმის მიცემა ყველაზე უგემოვნო კონკურსანტის გამოსავლენად, რომელსაც ბარბარა დექსის ჯილდო ეწოდება (Barbara Dex Award) და ზუსტად ფინალური შოუდან ერთ კვირაში „გამარჯვებულიც“ გამოვლინდება.

2019 წლის ევროვიზიის სიღერის კონკურსის ყველაზე უგემოვნოდ ჩაცმულ არტისტად დასახელდა კონან ოზირიში (პორტუგალია) და ჯილდოც სწორედ მან მიიღო.

გარდა პორტუგალიელი კონკურსანტისა, 2019 წლის ყველაზე უგემოვნთა პირველი ხუთეული ასე გამოიყურება:

1. პორტუგალია (კონან ოზირიში)
2. კვიპროსი (თამთა)
3. ბელარუსი (ზენა)
4. ბელგია (ელიოტი)
5. ჩრდ. მაკედონია (თამარა ტოდევსკა)

უპასუხე