გიორგი – საქართველოს ხმა ევროვიზიაზე

საქართველომ თავის წარმომადგენელი საბავშვო ევროვიზიის კონკურსზე “რანინა”-ს მეშვეობით აირჩია, რომლის ფინალიც 26 მაისს თბილისში, პირველი რესპუბლიკის მოედანზე გაიმართა.

“რანინას” ფინალისტები გახლდათ: ანასტასია გარსევანიშვილი, გიორგი როსტიაშვილი და ანა ბერიშვილი.
კონკურსის გამარჯვებული გახდა გიორგი როსტიაშვილი და სწორედაც, რომ ის წარადგენს საქართველოს საბავშვო ევროვიზიის სიმღერის კონკურსზე 24 ნოემბერს, გლივიცე-სალესიაში (პოლონეთი).

გიორგი როსტიაშვილი კახეთიდანაა, საგარეჯოს რაიონიდან. მუსიკის სამყაროში ბიჭუნას კერპია მაიკლ ჯექსონი. რეპეტიციებსა და შოუზე გამოსვლისთვის ის რაიონიდან ჩამოდიოდა და შემდეგ უკან ბრუნდებოდა. გიორგის თქმით, როდესაც სცენაზე მღერის, მასზე ძლიერ მოქმედებს მსმენელის უყურადღებობა. ამას გარდა, ბიჭუნა ძალიან განიცდის, რომ მისი ხმა მუტაციის პერიოდში ძლიერ შეიცვალა.
სოციალურ ქსელებში გიორგის ამკობდნენ შემდეგი სიტყვებით: „ანგელოზის ხმა”, „ოქროს ბიჭუნა”, „ბრავო!”
საბავშვო ევროვიზიაზე წარსადგენად სიმღერას საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელი მოგვიანებით შეარჩევს.
საბავშვო ევროვიზიის კონკურსი 24 ნოემბერს გაიმართება გლივიცე-სალესიაში (პოლონეთი).