ევროვიზიის სიახლეები
მონაწილეები

ევროვიზია 2019 – საქართველო

ქვეყანა: საქართველო;
გამოსვლის თარიღი: 14 მაისი, პირველი ნახევარფინალი;
რიგითი ნომერი: 11;
მომღერალი: ოთო ნემსაძე;
სიმღერა: „Keep on Going”;
სიმღერის ავტორები: დიანა გიორგაძე, რომა გიორგაძე


ოთო ნემსაძე:

ოთო ნემსაძემ წარადგინა საქართველო 2019 წლის ევროვიზიის სიმღერის კონკურსზე სიმღერით “Keep on Going” (ქართ. “სულ წინ იარე”). ოთო ევროვიზიის საგზური “საქართველოს ვარსკვლავში” გამარჯვების შედეგად მოიპოვა. აღსანიშნავია, რომ ის მეორეჯერ გახდა ამავე პროექტის გამარჯვებული. პირველად ის საქართველოს ვარსკვლავში (ცნობილი როგორც “ჯეოსტარი”) 2010 წელს მონაწილეობდა და გაიმარჯვა კიდეც. ოთო აგრეთვე მონაწილეობდა პროექტ „უკრაინის ხმაში“ და დაიკავა მეორე ადგილი.

2017 წელს ოთო ნემსაძე ბენდ „ლიმბოსთან“ ერთად წარსდგა ევროვიზიის შიდა შესარჩევ კონკურსზე სიმღერით “Dear God” და მე-10 ადგილს დასჯერდა.

2019 წლის ევროვიზიის სიმღერის კონკურსზე ის პირველ ნახევარფინალურ შოუში მონაწილებდა მე-11 ნომრით, თუმცა ფინალურ ათეულში ვერ მოხვდა და კონკურსს გამოეთიშა.

 

საქართველოს დებიუტი ევროვიზიის სიმღერის კონკურსზე 2007 წელს შედგა (სოფო ხალვაში) და მას შემდეგ 12ჯერ მიიღო მონაწილეობა. ფინალურ ეტაპზე მოხვედრა კი 7-ჯერ შეძლო, აქედან 2-ჯერ კი ტოპ ათეუში მოხვდა და მეცხრე ადგილი დაიკავა სოფო ნიჟარაძემ (2010) და ელდრაინმა (2011).

ბოლო სამი წლის განმავლობაში ზედიზედ კი საქართველო ფინალს მიღმა დარჩა.

უპასუხე